რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენის, ძლიერი ქარის, შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
საქართველოს მთავრობამ იმერეთის გუბერნიასთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა. ადგილობრივმა შესაბამისმა კომისიამ დაზიანებული ობიექტების მდგომარეობა შეისწავლა და დაადგინა ზარალის ოდენობა.
მოსახლეობას გადასახური მასალები უკვე გადაეცა. აღნიშნულ პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადმინისტრაციული ერთეულებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიამ სულ ცხრა ობიექტის სახურავი დააზიანა. მათგან, 2 - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ხოლო 7 - კი ინდივიდუალური სახლი. აღსანიშნავია, რომ მოთუთიებული თუნუქის სახურავისა და ხის საჭირო მასალისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 13 ათას 500 ლარი გამოიყო.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “სტიქიით დაზარალებულებს საჭირო მასალები გადაეცათ”
კომენტარები გამორთულია