სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია სრულდება

 ტყიბულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა, რომელიც პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნო. არსებული სკვერის საფეხმავლო ბილიკები ქვის ფილებით მოპირკეთდა, განახლდა მწვანე საფარი, განთავსდა ძელსკამები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს. პარალელურად წესრიგშია მოყვანილი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი და ტრიბუნები. ამ დროისათვის მიმდინარეობს სველი წერტილებისა და გასახდელების მოწყობა. აღიშნულ სივრცეში დაიდგა სპორტული ტრენაჟორები, ხოლო კომპლექსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 869 ათას 988 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გლობალ სტანდარტ მშენი" ახორციელებს.

1 კომენტარი “სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია სრულდება

  1. Уведомление: 2wallpapers

კომენტარები გამორთულია