70539160_2976427895760666_2967786074702610432_o

სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია 12 მიმართულებით მიმდინარეობს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია ხორციელდება, რომელიც 11 მიმართულებით მონაკვეთების კეთილმოწყობას მოიცავს. მათი ნაწილი ამ დროისათვის უკვე დასრულებულია, ახალსოფელში მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ახლადრეაბილიტირებული გზა დაათვალიერა, სადაც 500 მ. სიგძისა და 5 მ. სიგანის არმირებული ბეტონის საფარი დაიგო, ასევე, გაკეთდა სანიაღვრე არხები.

    პროექტის ფარგლებში გზები შემდეგი მიმართულებებით მოეწყობა: მუხურა; მანჭიორი; ახალსოფელი; ცუცხვათი - ძუყნური; ხრესილი (ორღელე); მანდიკორი; ბობოთი; სოჩხეთი (მუხნარი); კურსები (უკლებების უბანი); გურნა (ნაჭიშკრევი); ოჯოლა. სულ 6 620 მ. სიგრძის  არმირებული ბეტონისსაფარიანი გზისათვის რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 2 მილიონი ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, შ.პ.ს. ,,გი-ან 2011“ და შ.პ.ს. ,,ბლექ სი ჯგუფი,“ აწარმოებენ. გარდა ამისა  სოფელ მუხურაში მიმდინარეობს არსებული ბეტონისსაფარიანი, ცენტრალური, გზის კეთილმოწყობის გაგრძელება 600 გრძივ მეტრზე ტელმანის მიმართულებით, რისთვისაც მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან 212 ათასი ლარი, გამოიყო.

მარი ბაბუხადია