სარიტუალო ღონისძიება და ახალი კლასტერი ტყიბულში

 

  ტყიბულში ეპიდვითარება სოციალურმა ღონისძიებამ მეტად გაართულა. ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა ერთ-ერთ ოჯახში გამართული ქელეხის შედეგად 5 აპრილს პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. რამდენიმე დღეში ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრს დაუდგინდა კოვიდ 19. ერთი კვირის თავზე კი უკვე 13 კოვიდდადებითი პირი აღირიცხა. ამ მომენტისათვის ჯავახიშვილის კლასტერს დაავადების 19 ფაქტი უკავშირდება. აქედან სარიტუალო ღონისძიების შედეგად 53 პირია თვითიზოლაციაში. მთლიანად კი დღეისათვის, ბოლო 10 დღის მონაცემით, 26 აქტიური ახალი შემთხვევაა, თვითიზოლაციაშია - 57 ადამიანი. სრული მონაცემების შესაბამისად ვირუსის პირველადი გამოვლენიდან დღემდე ტყიბულში აღრიცხულია 1411 ფაქტი, გამოჯანმრთელებულია - 1363, ხოლო გარდაცვილილია 22 პირი.

  რაც შეეხება 2021 წლის სტატისტიკას, ასეთია: იანვრის თვეში - 272, თებერვალში - 80, ხოლო მარტში - 27 ინფიცირების შემთხვევა.

  ამჟამად აღნიშნულთან დაკავშირებით ონლაინ სწავლებაზეა გადაყვანილი N6 ბაგა-ბაღი და N4 საჯარო სკოლის ერთი კლასი.

  ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანლის, მადონა ქასრაძის, რეკომენდაციით, ვირუსისაგან თავისდასაცავად ერთადერთი გზა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვაა, პირველ რიგში, თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ ღონისძიებებს, ვატაროთ პირბადე სწორად, ხელები ხშირად დავიბანოთ, დავიცვათ დისტანცია და მივმართოთ ვაქცინაციას.

 

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.