71114399_2459130547512066_4130278724950032384_o

საგანგებო სხდომა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და „სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა. მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე, სეზონის მოახლოებასთან ერთად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა გაზიფიცირებული ზონის არამხოლოდ გეგმიური გადამოწმება, ასევე „სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლების მიერ ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი. ზვიად შალამბერიძის განმარტებით, გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ ამ დრომდე გატარებული ზომები არ არის საკმარისი და რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, კონტროლის ახალი ბერკეტების შექმნაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით, რწმუნებულმა მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები.

  ზესტაფონში გვიან ღამით მომხდარ ტრადგედიას 25 წლის დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვალების მიზეზის პირვანდელ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.