მინიფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022წლის პირველობაზე, მინი ფეხბურთში, ჩემპიონატი დაიწყო.
  სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი ,ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  დავით ჩერქეზიშვილი ჩემპიონატში ჩართულ მოასპარეზეებსა და გულშატკივრებს სიტყვით მიესალმა და წარმატებები უსურვა მათ.
  შეხვედრის დაწყებამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომსა და გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
  მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში მიზნად ისახავს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და გამარჯვებულის გამოვლენას.
შეჯიბრში ჩართულია 14 გუნდი და ის ფინალის ჩათვლით გაიმართება ყოველდღიურად ტყიბულის მინი- სტადიონზე(ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია).
  I, ll და lll ადგილზე გასული გუნდები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან დაჯილდოვდებიან თასებითა და ფულადი პრიზებით (500-400-300ლარი). გარდა ამისა, გამოვლინდებიან საუკეთესო-მეკარე, ბომბარდირი და ფეხბურთელი.
 
მარი ბაბუხადია
 

7 thoughts on “მინიფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო

  1. I was pretty pleased to discover this page. I want to to thank you for ones time for this fantastic read!! I definitely enjoyed every part of it and i also have you saved as a favorite to check out new things in your web site.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.