მეშახტეთა ტესტირებამ 55 ახალი შემთხვევა გამოავლინა

  ქვეყანაში მზადრი კოვიდ სტატისტიკის ფონზე დაწესებული ახალი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების ფონზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჯერ-ჯერობით ინფიცირების მაჩვენებლები მაღალია. უკნასკნელი 2 დღის შედეგებით 31 და 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანად დღემდე 565 დაავადებული პირია აღრიცხული. ამჟამად 493 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო 251 - გამოჯანმრთელებულია. სასიხარულოა, რომ გარდაცვალების ფაქტი ამ კვირაში არ დაფიქსირებულა და ეს რიცხვი კვლავ 6-ს შეაგენს. რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირებს, კოვიდ სასტუმროებში ადგილობრივების მცირე რაოდენობა რჩება.

   აღსანიშნავია, რომ 55 ახალი შემთხვევა მთლიანად შახტის კლასტერს ეკუთვნის. საწარმოში ჩატარებული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირების მიხედვით გამოვლენილი შედეგების გადამოწმება უკვე PCR (პ.ჯ.რ.) ოქროს სტანდარტის ტესტით მოხდება. სწორედ შიდა იზოლაციაში მყოფი პირების უმრავლესობა მეშახტეთა გარემოცვას მოიცავს. შეგახსენებთ, რომ დღეიდან შახტზე საწარმოო პროცესი უნდა განახლდეს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ აქ დასაქმებულთა დატესტვა  კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება. რაც შეეხება კოვიდ 19-ის შემთხვევათა დანარჩენ ნაწილს, ისინი ძირიდათად ოჯახური ინფიცირების ხარჯზე მოდის.

   ამჟამად ქალაქში საჯარო სამსახურები და სხვა ორგანიზაცია-დაწესებელებების ნაწილი დისანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაოაბა შეჩერებულია.

   რაც შეეხება მდგომარეობას საჯარო სკოლებში, ქალაქის მხოლოდ N7 და რამდენიმე სოფლის სკოლაში საგაკვეთლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმრავლესობა ჩვენს მუნიციპალიტეტში ამჟამად ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული.

  ტყიბულის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას რეკომენდაციები და თუ აუცილებელი საჭიროება არ დგას დარჩეს სახლში.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია