მერი საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხრესილში, ახალსოფელში, ორპირსა და კურსებში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნული დაწესებულებები მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მოინახულ, სადაც შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, აქ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას გაესაუბრა.

  კურსების საბავშვო ბაღში 7 ათასზე მეტი ლარის სარემონტო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ხოლო დანარჩენ სამ სოფელში კი, - ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 44 ათას 121 ლარის ღირებულებით ხორციელდება. ის ძირითადად მოიცავს სველი წერტილების, სამზარეულოს, ჭერის, კედლების, იატაკის კეთილმოწყობასა და სხვას, რომელიც სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს, რაც უზრუნველყოფს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და აღსაზრდელთათვის შესაბამისი გარემოს შექმნას. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარე წელს დაიწყება ცუცხვათის, კურსების, საწირისა და ძმუისის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, რისთვისაც 45 ათასამდე ლარი დაიხარჯება. ასევე, მოხდება N2 და გელათის მაღაროს საბავშვო ბაღების განახლება, უკვე შეძენილია N3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციის პროექტიც, ამავე წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიწყება N4 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კი, - გურნაში, სოჩხეთსა და ჯვარისაში უკვე მოწყობილია ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც უკვე აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. მათი გახსნა საზეიმო ვითარებაში მოხდება.

  როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს მუნიციპალიტეტის მიზანია 2021 წლისათვის ყველა საბავშვო ბაღი იქნას უმაღლესი, თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია