კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა სამხატვრო სკოლაში

        კულტურის ობიექტების გაერთიანების სამხატვრო სკოლამ კურსდამთავრებულთა  ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. საგამოფენო დარბაზი 2020-21 სასწავლო წლის 15  კურსდამთავდებულის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილ 100-ზე მეტ ნახატს ჰქონდა დათმობილი. წარმოდგენილი იყო, როგორც სახვითი, ისე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

      დამთვალიერებლებს აქ საშუალება ჰქონდათ ზეთის საღებავებით, აკვარელით, გუაშით, გრაფიტითა თუ ტუშით შესრულებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებსა და სხვას ავტორთა თანდასწრებით გაცნობოდნენ, რომლებიც მათ სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა, მირზა ჭელიშვილმა, სათითაოდ წარმოუდგინა.

  კურსდამთავრებულები ფერწერას, გრაფიკას, კომპოზიციას, ვიტრაჟს, ხეზე კვეთას, თექას, ბატიკას, თიხის მხატვრულ დამუშავებას, ხელოვნების ისტორიას, დაზგურ ქანდაკებას, ქვიშაზე ხატვასა თუ სხვას სამხატვრო სკოლაში განსაკუთებულად თბილ, მყუდრო და სიყვარულით გაჯერებულ გარემოში 4 წლის განმავლობაში შეისწავლიდნენ. სასიხარულოა, ისიც რომ ბევრი მათგანი სწავლის გაგრძელებას სახვითი ხელოვნების მიმართულებით  გეგმავს.

    ღონისძიებაზე დამთვალიერებელთა შორის იმყოფებოდნენ მოწვეული სტუმრები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე,  ,,საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

     ხელმძღვანელმა პირებმა კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს, წარმატებები უსურვეს, მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მშობლებს და თავიანთ შთაბეჭდილებებსა და გამოფენით მიღებულ დადებით ემოციებზეც ისაუბრეს.

მარი ბაბუხადია

13 thoughts on “კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა სამხატვრო სკოლაში

  1. Could I have a statement, please? http://porntubehub.online eporner The United States has been trying to win the release of Bae, 44, since his November 2012 arrest and subsequent conviction for trying to overthrow the communist regime. He and the U.S. government have contested the charges.

Добавить комментарий для Merziuziy Отменить ответ

Ваш адрес email не будет опубликован.