კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ტყიბულში

   ტყიბულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სტატისტიკა ბოლო ორი კვირის განმავლობაში (წინა ორი კვირის მაჩვენებლებთან შედარებით) თითქმის 120 ერთეულითაა შემცირებული, ამის შესახებ ინფორმაციას მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური გვაწვდის. დღეისათვის ინფიცირების საერთო რიცხვი 807 შემთხვევას შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია - 578, თვითიზოლაციაში იმყოფება 306 პირი. ვირუსით გარდაცვალების ფაქტი გასული ერთი კვირის განმავლობაში, საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ბოლო 24 საათის მონაცემს, დაავადების 15 ახალი შემთხვევა იქნა დადასტურებული.

   რანდომული კვლევების საფუძველზე უკვე (პირველ ეტაპზე) სრულად იქნენ დატესტილი სტომატოლოგები, ფარმაცევტები და სააფთიაქო ქსელის პერსონალი, ასევე, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები. რაც შეეხებათ პედაგოგებსა და შსს-ს წარმომადგენლებს აქ კვლევის პროცესი გრძელდება. იგი აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომელთა 25%-ის შერჩევით ტესტირებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის გამოყენებით ინფიცირების ცალკეული შემთხვევების გამოვლენა მოხერხდა.

   გარდა ამისა, „ევექსის“ ტყიბულის კლინიკაში შესული ყველა პაციენტი, მიუხედავად ჩივილებისა და დიაგნოზისა, კოვიდ 19-ზე ტესტირებას გადის. იმ პირებს კი, ვისაც ვირუსთან დაკავშირებული სიმპტომები აქვთ, მაგრამ ანტიგენის სწრაფმა ტესტმა  უარყოფითი პასუხი უჩვენა, PCR-ის ოქროს სტანდარტის ტესტით უტარდებათ განმეორებითი დიაგნოსტირება.

    ამჟამად ჩვენს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების დიდი უმრავლესობა დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, რაც სავარაუდოდ, პირველი სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება.

    მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ტრადიციულად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების განუხრელად შესრულებისაკენ, კოვიდინფიცირებისაგან საკუთრი და სხვისი ჯანმრთელობის დასაცავად.

 

ნათია მურუსიძე

14 thoughts on “კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ტყიბულში

  1. Уведомление: azithromycin paypal
  2. Уведомление: cipro antibiotic
  3. Уведомление: cefdinir
  4. Уведомление: rulide
  5. Уведомление: order zithromax
  6. Уведомление: augmentin antibiotics
  7. Уведомление: celebrex vs tramadol
  8. Уведомление: 1persevere
  9. Уведомление: 1far-fetched
  10. Уведомление: sildenafil
  11. Уведомление: viagra
  12. Уведомление: revatio
  13. Уведомление: 2cosmetics
  14. Уведомление: 1progressive

კომენტარები გამორთულია