იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა. მცირე კონტიგენტიან სკოლაში 5 ბავშვი სწავლობს. III, V, VII, VIII და IX კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ჰყავდათ რეგისტრირებული.
საჩხეურის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა.
2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
1 კომენტარი “იმერეთის რწმუნებული საჩხეურის სკოლას ესტუმრა”
კომენტარები გამორთულია