იმერეთის მხარის გუბერნატორი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

  მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სოფლების: ორპირის, ხრესილისა და მუხურის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

  მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური პრობლემა საშეშე მასალის მოპოვებაა. სამთავრობო გუნდი აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურად მუშაობს და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, მუნიციპალიტეტებში ტყეკაფის თემა ინდივიდუალურად, მოსახლეობისთვის მისაღები პირობებით, ნაწილობრივ მოგვარდება.

  ღია დალოგის პროცესში, ასევე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება და სასმელი წყლის მიწოდება.

  ,,ღია შეხვედრები“ მოსახლეობასთან უკვე სამ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს და იმერეთის მხარეში დაახლოებით 130 სოფელი მოიცვა.

  სამთავრობო გუნდი რეგიონის 554 - ვე სოფლის პრობლემებს მოისმენს და მათ გადასაჭრელად ყველა არსებულ რესურსს გამოიყენებს.

72609681_1360937497417677_6005950252316622848_n 72998997_2612038469082690_7434998842220609536_n

1 კომენტარი “იმერეთის მხარის გუბერნატორი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

  1. Уведомление: 3spanking

კომენტარები გამორთულია