215_6580_01.MP4.Still002

ვის ისურვებდით ტყიბულის საპატიო მოქალაქედ?

  „ტყიბულქალაქობა,“ ტრადიციულად, ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება. ამ დღეს, ტყიბულში, ყოველთვის სადღესასწაულო განწყობა სუფევს. წელს კი, ჩვენი ქალაქის დაარსებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ის კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და სხვადასხვა ღონისძიებებით დატვირთული იქნება. წელსაც, ისე როგორც გასულ წლებში, დღესასწაულზე საპატიო მოქალაქეების დასახელება და მათი საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება იგეგმება.

  ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო ცენტრის გადამღებმა ჯგუფმა ჩაატარა ადგილობრივი მოქალაქეების გამოკითხვა, თუ ვის ისურვებდნენ, ისინი, მათი დამსახურებისა და ღვაწლის გათვალისწინებით, ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად.