ვაქცინაციის წამახალისებელი აქცია ტყიბულში

ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. იგი მუნიციპალიტეტის თეატრის დარბაზში შედგა, რომელსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც დაესწრო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, მთავრობის წამახალისებელი კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომელიც 50 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებზე, COVID 19-ის საწინაამდეგო ვაქცინით პირველადად აცრის შემთხვევაში, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ითვალისწინებს, ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, დამატებით 100 ლარს მიიღებენ.

მერმა აღნიშნა, რომ აქტივობა მოიცავს მოსახლეობის სრულად ინფორმირებას, რისთვისაც ცალკეულ ლოკაციებზე იუშავებენ სპეციალური ჯგუფები, მისივე ჩართლობით.   

 „კამპანიის - ’’ავიცრათ ერთმანეთისათვის“ მიზანია, ვაქცინაციის აუცილებლობაზე დავარწმუნოთ ადამიანები, ვისაც მცდარი მოსაზრება აქვს და ხელი შევუწყოთ, რათა გავუწიოთ ხარისხიანი მომსახურება. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აიცრას და გაუფრთხილდეს სხვათა ჯანმრთელობას - ეს არის პანდემიის დამარცხების უმთავრესი გზა. მადლობა, ჩვენს ექიმებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ სიცოცხლის გადასარჩენად. მათი პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია, რათა დაინფიცირებული ადამიანების მართვა მოხდეს დრულად და კვალიფიციურად“, - განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.

 შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ.  პანდემიასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და იმუნიზაციის აუცილებლობაზე, ასევე, ისაუბრეს .(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მადონა ქასრაძე, სსიპ ’’საგანგებო სიტუაციების კორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ტყიბულის რაიონულმა მენეჯერმა, მაგდა კობახიძედა სს ’’ევექსის კლინიკების“ ტყიბულის კლინიკის მენეჯერმა, იური ელიაშვილმა.

 ისაუბრეს იმ სტატისტიკაზე, რითაც ბოლო ორ წელიწადში კორონავირუსის გავლენა მსოფლიოზე ნეგატიურ ციფრებში აისახა. ამჟამად პლანეტაზე სულ დაავადებულია 333 მილიონ 615 ადამიანი, გარდაცვლილია  - 5 მილიონ 600 ათასზე მეტი და აქედან ლიდერები არიან აშშ, ინდოეთი და ბრაზილია. საქართველოში ინფიცირების მილიონ 110 ათასი ფაქტია ოფიციალურად დადასტურებული, ლეტალურად დასრულდა 14 ათასზე მეტი შემთხვევა. კონკრეტულად ტყიბულში კი დღემდე 4673 კოვიდინფიცირებული პირი აღირიცხა, გარდაცვლილია - 80, აქედან 99% აუცრელი იყო.

 შეხვედრაზევე აღნიშნა, რომ მსოფლიო მიღწევათა ათეულში, რომელმაც შეცვალა კაცობრიობა,  პირველ ადგილზე სწორედ ვაქცინაცია დგას.

 დღეისათვის მოსახლეობას საშუალება აქვს, ვაქცინაციის სერვისით ისარგებლოს სს „ევექსის კლინიკების“ ტყიბულის კლინიკაში, შპს „იმერმედის“ ტყიბულის საექიმო-საკონსულტაციო ცენტრში, სამივე ტიპის ვაქცინით, ასევე, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საექიმო ამბულატორიებში (საწირე, ხრესილი, კურსები, გურნა, ორპირი, სოჩხეთი, მუხურა).

შეხვედრას, რომელიც  კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები გამორთულია