,,დავითობა“ გელათში

 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება იმერეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა აღავლინეს. სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, ასევე,- ადგილობრივი თვითმმართველობისა და ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა მეფის საფლავს პატივი მიაგეს და იგი ყვავილებით შეამკეს. ყვავილებით შეამკეს, ასევე, გვირგვინოსანი მეფეების, სოლომონ I-ისა და სოლომონ II-ის საფლავები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი 1089 წელს, 16 წლის ასაკში, ავიდა ტახტზე, 36 წელი მეფობდა და 53 წლის ასაკში, 1925 წელს, აღესრულა. ანდერძის თანახმად დავითი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული, რომელიც მისი მეფობის დროს აშენდა და აქვე დაარსდა გელათის აკადემია. ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დავით აღაშენებელი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

კომენტარები გამორთულია