215_6229_01.MP4.Still001

გელათში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  1 მილიონ 113 ათასი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც გელათის მონასტერთან მისასვლელი ალტერნატიული საფეხმავლო გზის რეაბილიტაციას მოიცავს, ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ე.წ. „დავითის გზა“ 682 გრძივ მეტრზე საფეხმავლო ბილიკის, ხოლო 300 მეტრზე საავტომობილო გზის სრულად მოწყობას ითვალისწინებს. კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შ.პ.ს. „გზამშენი 21“ ახორციელებს.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მერის მოადგილეებთან და დეპუტატებთან ერთად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემავალი, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთი მოინახულეს, სადაც 457 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის ბეტონის საფარი იგება. პროცესი უკვე 2 კვირაა, რაც მიმდინარეობს და, კარგი ამინდების შემთხვევაში, 5 დღეში დასრულდება. აღნიშულ პერიმეტრზე დამონტაჟდება ახალი გარე-განათების ბოძები, ხოლო გზის გასწვრივ მოეწყობა ანაკრები რკინა-ბეტონის არხები. მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება ჯამში 155 ათას ლარს შეადგენს.

   ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია. 

ნათია მურუსიძე