ბეჟან წაქაძემ მიღებული ხმების 91,94%-ით საპარლამენტო მანდატი მოიპოვა

   საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური, 21 ნოემბერს, ქვეყენაში 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, მათ შორის იყო 21-ე ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქიც, სადაც ორი საარჩევნო  სუბიექტის, N5 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“- ს კანდიდატი  - კახა გეწაძე და N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი - ბეჟან წაქაძე იყვნენ ბიულეტენში წარმოდგენილნი.

  მეორე ტურისთვის ტყიბულის N57 ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთან სიაში 21 ათას 252 მოქალაქეს შეადგენდა. საკუთარი არჩევანი 38 უბანზე (ერთი სპეც უბანი) 7 ათას 412-მა ადამიანმა გააკეთა, რაც დაბალი აქტივობის მაჩვენებელია. ორ კანდიდატს შორის მიღებული ხმების რაოდენობა ტყიბულში უკვე გადათვლილია და წინასწარი შედეგები ასეთია: 6403 (90,93%) - ბეჟან წაქაძე, 639 (9,07%) - კახა გეწაძე. ცნობილია, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმში უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მაგრამ საარჩევნო კანონის თანახმად მათი წარმომადგენლები  კენჭისყრაში მაინც იღებდნენ მონაწილეობას.

  ამ დროისათვის ცსკო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც 21-ე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა ასეთია: N41 ბეჟან წაქაძე - 91, 94%, ხოლო N5 კახა გეწაძე - 8, 06%.

 

ნათია მურუსიძე

3 thoughts on “ბეჟან წაქაძემ მიღებული ხმების 91,94%-ით საპარლამენტო მანდატი მოიპოვა

Добавить комментарий для lolchmwqkw Отменить ответ

Ваш адрес email не будет опубликован.