“ბასტი-ბუბუ“ ბათუმის ფესტივალის გრანპრის მფლობელია

   ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ბავშვთა გაერთიანება, „ბასტი-ბუბუ,“ გრან-პრის მფლობელია. ეს უმაღლესი ჯილდო მან ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე, „ოქროს ზაფხული,“ დამსახურებულად მოიპოვა.  

  ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობას, მთელს საქართველოსთან ერთად,  უცხოეთიდან ჩამოსული ნორჩი კოლექტივები იღებდნენ, ტყიბული საგანგებოდ ორი ნომრით იყო მიწვეული - „ყვავილების ცეკვა“ და  „სანათების ცეკვა“ (მულტფილმ „ალადინის“ საუნდტრეკზე). ორივე კომპოზიცია მრავალფეროვანი, ნათელი და ზღაპრული სანახაობით გამოირჩევა. სწორედ ასეთი გამომსახველობითი ხასიათის გამო „ბასტი-ბუბუმ“ ფესტივალის ორგანიზატორებისაგან მთავარი ტიტული, დიპლომთან, მედალთან და თასთან ერთად, მიიღო. ასევე, დიპლომები და მედლები გადაეცა ანსამბლის თითოეულ მონაწილეს. გარდა ამისა, 2023 წლის მაისში, იგი მიწვეულია დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში, მონაწილეობის მისაღებად.

  აღსანიშნავია, რომ სასახლესთან არსებულ ბავშვთა გაერთიანებას უკვე 27 წელია, განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, საქმისადმი ერთგულებითა და სიყვარულით, ენერგიულობით გამორჩეული ქალბატონი, დამსახურებული პედაგოგ-ქორეოგრაფი, მარინა ციცქიშვილი, ხელმძღვანელობს. მან არაერთი თაობა დააფრთიანა და ბევრი დასამახსოვრებელი ქორეოგრაფიული კომპოზიციაც შექმნა, რომელიც საქალაქო ღონისძიებებს ყოველთვის ზახგასმით ალამაზებს და აფერადებს. ამ კუთხით კი, ყველაზე მეტად გამოირჩევა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი კონცერტები, სადაც „ბასტი-ბუბუს“ თაობები ერთმანეთს ღირსეულად ენაცვლებიან. ბათუმის გრან-პრი გაერთიანების სახელით მოპოვებული უკვე მესამე დიდი ჯილდოა. მათი რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტიც ყოფილიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიამ სასახლის კოლექტივს ცალკეულ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის საშუალება აღარ მისცა.

„წინ დიდი გეგმები გვაქვს, ძალიან ბევრი საინტერესო ნომრით გავახარებთ ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივარს. პანდემიამ სერიოზულად შეგვიშალა ხელი, მაგრამ ჩემი და ბავშვების მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიეთ ამ შედეგს, ვაჩვენეთ ჯადოსნური სანახაობა და შედეგიც მივიღეთ,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი, მარინა ციცქიშვილი.

 

ნათია მურუსიძე

11 thoughts on ““ბასტი-ბუბუ“ ბათუმის ფესტივალის გრანპრის მფლობელია

  1. МВД России объявило в розыск Леонида Гозмана
    В ФСБ заявили о срыве попытки украинской разведки угнать самолёты ВКС РФ
    IH: премьер Израиля Лапид пригрозил России ответными мерами в случае закрытия «Сохнут»
    Мишустин поручил вице-премьерам курировать развитие разных высокотехнологичных направлений
    вавада официальный сайт

    vavada официальный сайт вход

  2. I was pretty pleased to discover this page. I want to to thank you for ones time for this fantastic read!! I definitely enjoyed every part of it and i also have you saved as a favorite to check out new things in your web site.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.