74922159_3106355439434577_3163249529537429504_o

ახალსოფლისა და ხრესილის განახლებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატლია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა.(ა.)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ წარმომადგენლები, ახალსოფლისა და ხრესილის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო, რომელიც აქამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყო გადადებული.

  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები საბავშვო ბაღებში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცვნენ, ადმინისტრაციასა და აღსაზრდელებს გაესაუბრნენ და მათ კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.

  ორივე საბავშვო ბაღში ჩატარებული სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 ათას 540 ლარი გამოიყო. აქ მოეწყო სამზარეულო, სასაწყობო ოთახი და სველი წერტილები. ახალსოფლის ბაღში გარდა ამისა, საძინებელი და აქტოვობების ოთახიც განახლდა. აღნიშნული სამუშაოები სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად იქნა შესრულებული. ამჟამად რეაბილიტაცია ორპირის ბაღში მიმდინარეობს, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ნოემბერს უნდა დაიწყოს.

მარი ბაბუხადია