მთავარი

,,გვირილობა-2022

  2 მაისს, ქუთაისში, ,,გვირილობა“ და ქალაქის დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება.  ტრადიციულად, ბაგრატის ტაძარში ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ, ქალაქი დალოცა. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე, ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ,,ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის ღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან. სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, არის სოლიდარული უკრაინის მიმართ“ - აღნიშნა ...

სრულად ნახვა

ტყიბულის „მეშახტე“ თბილისის „გაგრას“ შეხვდა

  პირველი ლიგის სეზონის, კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულ, მეხუთე შეხვედრაზე, ტყიბულის „მეშახტემ“ თბილისის „გაგრას“ უმასპინძლა. მატჩი სტუმართა უპირატესობით, ანგარიშით - 1 : 0 დასრულდა. შემდეგი შეხვედრა 5 ოქტომბერს ხარაგაულში „ჩხერიმელასთან“ გაიმართება. მარი ბაბუხადია 

სრულად ნახვა

გელათის აკადემიის დარბაზში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

  გელათის მონასტრის აკადემიის დარბაზში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის დაწყებამდე წმინდა მეფის საფლავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს იგი. აკადემიის დარბაზში ისტორიული თხზულების წერის კონკურსის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია მოაწყვეს, მოწვეულმა პროფესორ-ისტორიკოსებმა, მერაბ კეზევაძემ და სულხან კუპრაშვილმა კი, - მათი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს და შეკრებილი საზოგადოებისათვის წაიკითხეს ლექცია დავითის ფენომენთან დაკავშირებით.    აქვე გაიმართა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებაც. მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მათ ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი პრიზები (I ადგილი 200, II - ადგილი 150, III - ადგილი 100 ლარი) ...

სრულად ნახვა

ბავშვთა დღესასწაული მოსწავლეთა სასახლეში

  „ჩვენ ვართ სიცოცხლის ლტოლვა მარადის, ძველის ფესვი და ახლის ნაყოფი,“ - ამ სახელწოდებით გაიმართა წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში, ღია ცის ქვეშ, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება, რომელიც დაახლოებით ორი ათეული წელია, სადღესასწაულო ფერად გარემოში, უამრავი ბედნიერი და მხიარული ნორჩი მაყურებლის ჟრიამულში, ტარდება. საყოველთაო ზეიმის მონაწილე სასახლის შემოქმედებითი კოლექტივების, 200-მდე აღსაზრდელის, მიერ ნაჩვენები იყო 22 მრავალფეროვანი ნომერი, განსხვავებული კოსტუმებითა და ხასიათით წარმოდგენილი. ბავშვთა გაერთიანებები „ანა-ბანა“ (ხელმ: ელისო დონაძე) და „ბასტი-ბუბუ“ (ხელმ: მარინა ციცქიშვილი), გამომეტყველებითი კითხვის წრის წევრები (ხელმ: ნარგიზ ხიშტოვანი), ქორეოგრაფიული ანსამბლები - „სიჭაბუკე“ (ხელმ: თამაზ დვალი) და „მანდილი“ ...

სრულად ნახვა

საკრებულომ 7 საკითხი განიხილა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.   დღის წესრიგით განსახილველი 7 საკითხიდან ცვლილებები შევიდა რამდენიმე დადგენილებისა და განკარგულების პროექტში. საყურადღებოა გადაწყვეტილება, რომელიც 2006 წლიდან შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებზე ყოველთვიურად კომუნალური გადასახადებისათვის სოციალურ დახმარებას, 30 ლარის ოდენობით, მოიცავს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მერიამ სამ უსახლკარო ოჯახს ბინა შეუძინა.   დეპუტატებმა თითოეული პროექტი კენჭისყრის მიხედვით დაამტკიცეს. ნათია მურუსიძე https://youtu.be/zGXeT48aWiM

სრულად ნახვა

„მეშახტემ“ „პროლიგა 2-ში“ თამაშის უფლება მოიპოვა

  ტყიბულის „მეშახტემ“ „პროლიგა 2-ში“ თამაშის უფლება მოიპოვა. მან წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ I ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში წალენჯიხის „სქური“ 2:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. საუკეთესო ბომბარდირმა, ნიკოლოზ ხინთიბიძემ, ანგარიში, 64 წთ-ზე, გახსნა, გიორგი ყურულაშვილის გოლით, კი 67 წთ-ზე სხვაობა, „მეშახტის“ სასარგებლოდ, - 2:0 გახდა.   2017 წლიდან „მეშახტის“ ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყება. „პროლიგა 2-ში“ სულ 10, მათ შორის, იმერეთის ორი გუნდი, - ტყიბულის „მეშახტე“ და წყალტუბოს „სამგურალი,“ იბრძოლებს წარმატებისათვის. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

„ხრესილობის დღესასწაულის აღნიშვნა გელათიდან დაიწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ხრესილის ბრძოლის 260-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოაწყო. 1757 წლის 14 დეკემბერს, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის, მეთაურობით სოფელ ხრესილის მიდამოებში ქართველებმა დამპყრობლის წინააღმდეგ სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ოკრიბას საპატიო სტუმართა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. მათ შორის, სასულიერო და საერო ხელისუფალნი. გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალურ ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ, წმინდა მეფე სოლომონის საფლევზე სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. ტაძრის მარცხენა ნაწილში წმინდანი მეფის ახლადდაწერილ დაბრძანებულ ხატს საპატიო სტუმრებმა თაყვანი სცეს, მისი საფლავი კი ყვავილებით შეამკეს. გელათის აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ხრესილის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც გვირგვინოსანი მეფის პიროვნებასა და ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას ეხებოდა. ...

სრულად ნახვა

ტყიბულში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

  ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. Astra Zeneca-ს პირველი 10 ვაქცინა ტყიბულის „ევექსის“ სამედიცინო ჰოსპიტალში მედპერსონალს გაუკეთდა. სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად I ეტაპით გათვალისწინებული იმუნიზაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა აცრას ითვალისწინებს. დღეისათვის მუნიციპალიტეტში 180 დოზა ვაქცინაა მიღებული. პროცესი ორ კვირაში უნდა დასრულდეს.  რაც შეეხება ვაქცინაციის II ეტაპს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კალენდრით, 75 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანების, ასევე, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციართა და თანამშრომელთა აცრა მოხდება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საჭირო დოზებს შემოიტანს.  დღეისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარება სტაბილურია. COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევები ბოლო ორი კვირის ...

სრულად ნახვა

N1 და ორპირის სკოლების კალათბურთელებმა გაიმარჯვეს

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ფარგლებში  ტურნირს კალათბურთში ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.  მასში მონაწილეობას 2002-03-04 წლებში დაბადებული მოსწავლეები, როგორც ვაჟები, ისე გოგონები იღებდნენ. თითოეული სკოლის გუნდი სამი ძირითადი  და ერთი სათადარიგო  სპორტსმენისაგან შედგებოდა. დებულების მიხედვით ძირითადი სათამაშო დრო 10 წუთით - ორი, 5-5 წუთიანი ტაიმით განისაზღვრებოდა. გუნდი, რომელიც ამ დროში პირველად მიაღწევდა 21 ქულას ან მეტს, იგებდა თამაშს. შეჯიბრებაში ქალაქის ყველა და ასევე, ხრესილის, ორპირის, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლები ჩაერთვნენ, აქედან, გოგონათა ნაკრები N1, N6 და ორპირის სკოლებს ჰყავდათ წარმოდგენილი. ოლიმპიადას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ...

სრულად ნახვა

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა , ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა             2016 წლის 6 იანვარს, 14 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ტყიბული, კარლო ლომიძის მოედანი №3) გაიმართება 150 მგვტ - იანი დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.     დაგეგმილი საქმიანობის მიზანია, ქ. ტყიბულის მიმდებარე ტერიტორიაზე თბოელეტროსადგურის მშენებლობა და  ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება.     საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე: ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტარციულ შენობაში - ქ. ტყიბული, კარლო ლომიძის მოედანი №3; შ.პ.ს. „ტყიბული 150-ის“ ოფისში - ...

სრულად ნახვა

დედებისა და შვილების კონცერტი ხელოვნების სკოლაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით დედებისა და შვილების ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. იდეა სკოლის კურსდამთავრებულს, მაია ბრეგაძეს, ეკუთვნის, რომელიც პროექტში  მშობლის სტატუსით იყო ჩართული. პედაგოგიურმა კოლექტივმა აქტიურიროლი ითამაშა ამ იდეის ხორცშესხმაში და მუსიკალური განათლების მქონე დედებთან ერთად დაგეგმა საკონცერტო პროგრამა. საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოსა და კულტურის დარგის წარმომადგენლები. ნათია მურუსიძე https://youtu.be/tChitCvJY68

სრულად ნახვა

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და არსებული პრობლემების ახლოს გაცნობის მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი. შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: (497) 22 - 20 - 20.  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია

სრულად ნახვა

თათბირი გამგეობაში

  ყოველკვირეული თათბირი, რომელიც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა გაბრიაძეს მიჰყავდა, ერთი კვირის მანძილზე შესრულებულ სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.   სხდომის მთავარ საკითხს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა წარმოადგენდა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ჩემპიონობა მინიფეხბურთში კურსების „კურსებმა“ მოიპოვა

  საწირის სპორტულ მოედანზე გამართულ მინიფეხბურთის ჩემპიონატზე I ადგილი ,,კურსებმა” მოიპოვა, II ადგილი _ ,,ზემელმა”, ხოლო III-საწირის ,,კურორტს” ხვდა წილად. გამარჯვებული გუნდები ადგილობრივი გამგეობისაგან შესაბამისი ფულადი პრიზებით -400, 300 და 200 ლარის ოდენობით დასაჩუქრდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ფინალურ გათამაშებას დაესწრო და მას თვალყურს ადევნებდა სამთავრობო გუნდის ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და ჩემპიონს, კურსების გუნდს, გამარჯვება მიულოცა. მინიფეხბურთის ჩემპიონატს ორგანიზება გაუწია გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, ახალგაზრდულმა საკრებულომ და იმერეთის ახალგაზრდულმა ასოციაციამ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

გამგეობის ოპერატიული თათბირი

გამგეობის ყოველკვირეულ ოპერატიულ თათბირს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე უძღვებოდა. სადაც სამსახურის უფროსების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში იქნა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ცალკეული უწყებების ხელმძვანელ პირებს სათანადო დავალებები მისცა.

სრულად ნახვა

თათბირი მერიაში

  ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გამართულ ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. მას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, საკრებულოს წევრები, სამსახურების, ორგანიზაციებისა და ა.ა.(ი).პ-ების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახანს ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, ტრაგიკულად დაღუპულ, სანდრო ბუცხრიკიძისა და რეზო ლომთაძის ხსოვნას. სხდომაზე შესრულებულ მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებსა და მათთან დაკავშირებულ სამუშაოებზე იმსჯელეს. მარი ბაბუხადია https://youtu.be/pEDyfj-IAm4

სრულად ნახვა

,,მეშახტემ“ ტყიბულელი გულშემატკივარი გამარჯვებით გაახარა

     ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ,,მეშახტემ“ თბილისის ,,დინამო-2“-თან გამარჯვება ანგარიშით - 2:0 მოიპოვა. აღნიშნული წარმატება მნიშვნელოვანია, იმითაც რომ ,,დინამო-2“ მიმდინარე სეზონზე პირველად ტყიბულში დამარცხდა.   ,,მეშახტეს“ კი, - დავით ბურკაძის მწვრთნელობის პერიოდში, საკუთარ მოედანზე,  ბოლო 12 მატჩის განმავლობაში, მარცხი არ განუცდია. ბოლო შედეგით, დღეისათვის, ჩვენი გუნდი 16 მოასპარეზეს შორის, პირველ ადგილზე დაწინაურებულ გუნდს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.    ნაწილობრივ განახლებული „მეშახტის“ ფეხბურთელთა შემაგენლობა დღეისათვის ასეთია: თორნიკე გეგუჩაძე, ვაჟა შანიძე, საბა ბაღდავაძე, გიორგი ვაზაგაშვილი, დიმიტრი მარგველაშვილი, ლაშა ჩიხლაძე, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, გიორგი ხელაძე, ლევან კოშაძე, ზურაბ ენდელაძე, ალეკო სულამანიძე; სათადარიგო შემადგენლობა ...

სრულად ნახვა

„ჯი-აი-ჯის“ ფინანსურმა დირექტორმა მეშახტეების მოთხოვნას უარი უთხრა

  მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსურ დირექტორს, ზურაბ გელენიძესა და საგაფიცვო კომიტეტის წევრებს შორის დახურული შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. მეშახტეებს განუცხადეს, რომ დამსაქმებელი კომპანია დასაქმებულთა ხელფასების გაზრდას ვერ უზრუნველჰყოფს, სხვა მოთხოვნები კი ეტაპობრივად დაკმაყოფილდება. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

გეგმიური სხდომა საკრებულოში

  საკრებულოს გეგმიურ სხდომას, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები და თანამომხსენებლები ესწრებოდნენ.   დღის წესრიგის მიხედვით 10 საკითხი იყო წარმოდგენილი. განკარგულების პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 12 ნოემბრის N48 73 განკარგულებაში ცვლილების შეტანას უკავშირდებოდა. ამჯერად, აღნიშნული ცვლილებით 2020 წელს რგფ-დან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) ქალაქის შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა; ბ) სოფლების შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა; გ) ქალაქ ტყიბულში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; დ) ქ. ტყიბულში მრავალბინიანი კორპუსების ...

სრულად ნახვა

თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

  პროექტი სტიქიის ლიკვიდაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 71 700 ლარს შეადგენს.   ხიდის მშენებლობით თაბუკაშვილის ქუჩის რამდენიმე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოეხსნა და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობაც გაუჩნდა.   12 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის ხიდის მშენებლობას შ.პ.ს. ,,იმედმა“ განახორციელა. https://youtu.be/Ysblq61eLzU?t=2      

სრულად ნახვა

ტყიბულმა მეშახტეთა პროფესიული დღე იზეიმა

  მეშახტეთა პროფესიული დღესასწაული კიდევ ერთხელ აღინიშნა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელსაც საქალაქო ღონისძიება მიეძღვნა. საგანგებოდ ამ თარიღისათვის აქ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი, ბიზნესმენ ელგუჯა ქებურიასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა.   საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორი, პაატა ნადირაძე და სხვა ოფიციალური პირები. დღესასწაულს მუნიციპალიტეტის თეატრმა სპეციალური საკონცერტო პროგრამა მიუძღვნა. კომპანიამ მეშახტეებს, საზეიმო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური ფულადი საჩუქრები გადასცა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

მეშახტეები მთავრობას პრობლემების მოგვარებას სთხოვენ

  საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, გაფიცვის მეათე დღეს, დატოვა თანამდებობა, არ დადასტურდა. იგი აქციაზე მყოფ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ოფიციალურ პირებთან, კომპანიის ადმინისტრაციის სახელით, ღია წერილით წარდგა და მეშახტეებს კიდევ ერთხელ, სახელფასო ანაზღაურების მომატებაზე, ეთქვათ უარი.   გაფიცულები პრობლემების გადასაწყვეტად სახელმწიფო სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობას ითხოვენ. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

N6 საბავშვო ბაღის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა

  ტყიბულში ინფრასტრუქტურული ობიექტების რიცხვს კიდევ ერთი, გორგიძის ქუჩაზე მდებარე, ახალი, N6 საბავშვო ბაღი, შეემატა. შენობის საზეიმო გახსნას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოწვეული სტუმრები და რიგითი ტყიბულელები ესწრებოდნენ. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობა  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, იმერეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ხოლო საპატიო სტუმრის სტატუსით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2014-17 წლებში, რობიზონ გვენეტაძემ, მიიღეს. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო გასული წლის ზაფხულში ამ პროექტის განხორციელება.   რეგიონული განვითარების ფონდიდან 357 ათასი ლარი დასავლეთ შახტის დასახლებაში მცხოვრები პატარებისათვის თანამედროვე სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობას მოხმარდა, სადაც სამუშაოები შპს „თ.ბ. კაპიტალმა“ განახორციელა. ერთ ...

სრულად ნახვა

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხარების სადღესასწაულო წირვა აღევლინა

  ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ხარების საზეიმო წირვა-ლოცვა მღვდელთმსახურმა, მამა გაბრიელმა აღავლინა. იგი მრევლს დღესასწაულის არსზე ესაუბრა და ქრისტიანული სამყაროსათვის უმნიშვნელოვანესი დღე მიულოცა.  მარი ბაბუხადია ანი კახიძე

სრულად ნახვა

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მხარდაჭერა გამოუცხადა ტყიბულელ მეშახტეებს

გაფიცვის მე-12 დღეს, როგორც მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტმა დააანონსა, საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 14 საათზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და მიტინგზე სიტყვითაც მიმართა მშრომელთა კლასს. იგი ამ წუთებში საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას სასუბროდ, მაღაროელების რამდენიმეკაციან ჯგუფთან ერთად, ხვდება. სახალხო დამცველმა საჯარო გამოსვლისას გამგეობის წინ შეკრებილ მეშახტეებს სიტყვით მიმართა: „- რაც აქ ხდება ეს არის სოციალური პრობლემა და არა, - კერძო დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ ტყიბულს, ეს საქართველოს პრობლემაა.. ასეთივე ვითარებაა ჭიათურაშიც, ბოლნისშიც და ძალიან ბევრ ადგილზე... ევროინტეგრაცია არ არის მარტო უვიზო რეჟიმი ევროპასთან. ევროინტეგრაცია ზუსტად აქედან იწყება. სწორედ, ...

სრულად ნახვა

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია სრულდება

 ტყიბულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა, რომელიც პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნო. არსებული სკვერის საფეხმავლო ბილიკები ქვის ფილებით მოპირკეთდა, განახლდა მწვანე საფარი, განთავსდა ძელსკამები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს. პარალელურად წესრიგშია მოყვანილი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი და ტრიბუნები. ამ დროისათვის მიმდინარეობს სველი წერტილებისა და გასახდელების მოწყობა. აღიშნულ სივრცეში დაიდგა სპორტული ტრენაჟორები, ხოლო კომპლექსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 869 ათას 988 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გლობალ სტანდარტ მშენი" ახორციელებს.https://youtu.be/zJvttUlA84o

სრულად ნახვა

ხრესილის გუნდი გამარჯვებულია

 ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის პირველობაზე მინი-ფეხბურთში გამარჯვებული ხრესილის გუნდია. ჩემპიონატის ფინალი 13 აგვისტოს გაიმართა.  მეტად საინტერესო და დაძაბული ფინალური შეხვედრა ხრესილისა და ,,კეცხოველის“ წარმომადგენლებს შორის ხრესილის სასარგებლოდ ანგარიშით 5:4 დასრულდა. მეორე ადგილი „კეცხოველის“ ხოლო მესამე კი, - კოსტავას გუნდებმა მოიპოვეს. სამივე  გუნდი მუნიციპალიტეტის მერიისაგან ფულადი პრიზებით (500-400-300ლარი) და სპორტული თასებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა გამოვლინდნენ:საუკეთესო მეკარე - ვანო ჩაფიძე (,,ზემელის“ გუნდი),საუკეთესო მცველი - გიორგი მესხი (,,კეცხოველის“ გუნდი),საუკეთესო ბომბარდირი - ნიკოლოზ ბიბილაშვილი (,,კეცხოველის“ გუნდი),საუკეთესო ფეხბურთელი - პაპუნა ჯიქიძე (ხრესილის გუნდი),ყველაზე ასაკოვანი მონაწილე - გოჩა გოგიჩაძე (,,ცხრაჯვარის“ გუნდი).        დასახელებულ მოთამაშეებს მერიისაგან ინდივიდუალური პრიზები- ...

სრულად ნახვა

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა

    ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, ემა კამკიამ  (კონსულტანტი გენდერულ საკითხებში) და ნანა რობაქიძემ  (ექსპერტი გენდერის საკითხებში), 2018 წლის 13 ივლისს  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა მოაწყვეს. შეკრება პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში გაიმართა  . წინა შეხვედრებზე საბჭოს წევრები გაეცნენ ფონდ „სოხუმის“ მიერ შემუშვებულ „გზამკვლევს“ ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ადგილობრივ ხელისუფლებაში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებისათვის, რომელიც შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს გენდერული მიდგომების დასანერგად ადგილობრივ დონეზე.       შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ...

სრულად ნახვა

ორპირის სკოლაში სეით ჯინჯიხაძის ბიუსტი დაიდგა

  პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის სეით ჯინჯიხაძის ბიუსტი ორპირის საჯარო სკოლის ეზოში მისი შვილიშვილების თაოსნობით დაიდგა. აქტიური მოქალაქისა და მშობლიური სოფლის მოამაგის სახელს არაერთი კეთილი საქმე უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ მისივე ავტორობით შექმნილი წიგნი სახელწოდებით - „ორპირის სკოლა“ ცოტა ხნის წინ ოჯახის მონდომებითა და ინიციატივით დაიბეჭდა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

მოსწავლე - ახალგაზრდების საყურადღებოდ!

  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის ახორციელებს ლიტერატურულ კონკურსს - „საქართველო ჩემი სამშობლოა“, რომელიც დაფუძნებულია პატრიოტულ ლირიკაზე და მიზნად ისახავს შემოქმედებითი უნარით გამორჩეული 14 - დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გამოვლენას პოეზიაში. კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:      პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსანტების მიერ ნაშრომების წარდგენა.   მეორე ეტაპი გულისხმობს ლექსების კრებულის გამოცემას ავტორის მოკლე ბიოგრაფიითა და ფოტოსურათით.   კონკურსის ბოლოს, ლიტერატურულ კაფეში მოეწყობა კრებულის პრეზენტაცია, რომელიც მონაწილე ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცემათ.   პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ ლექსები, როგორც ქართულ, ასევე მათ ეთნიკურ ენაზე.   დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ, მიმართონ ...

სრულად ნახვა

ტყიბულში соvid ინფიცირების კიდევ ერთი, 90-ე, შემთხვევა გამოვლინდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში გასული დღე-ღამის განმავლობაში სტაბილური ეპიდვითარება იყო შენარჩუნებული, რადგან covid 19-ით დაინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუმცა დღეს დაავადების საერთო მაჩვენებელს ერთი ახალი შემთხვევა დაემატა და ამ ეტაპისათვის სტატისტიკა შემდეგია: 90 - დადასტურებული ფაქტი, 243 პირი - შიდაიზოლაციაში, ხოლო 42 - გამოჯანმრთელებული. აღსანიშნავია, რომ N2 საჯარო სკოლაში 26 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ აქ ვირუსის გამოვლენის შემდეგ 39 კოვიდდადებითი შემთხვევა იყო აღრიცხული, რის გამოც სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.  ამ ეტაპზე მხოლოდ N6 საჯარო სკოლაში ერთი ჯგუფი (მეორე კლასი) გადასულია ჰიბრიდულ სწავლებაზე, სავარაუდოდ, 12 დღით, ვინაიდან ...

სრულად ნახვა

გულჩე ბოცვაძე ,,ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით დააჯილდოვეს

   ტყიბულის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „ოკრიბის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გულჩე ბოცვაძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ, „საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით“, სიგელთან ერთად, დაჯილდოვდა. ჯილდო საქართველოს დამსახურებულ ქორეოგრაფ-პედაგოგს, ქალბატონ გულჩეს, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის თბილისში გამართულ ფესტივალზე გადაეცა. „ოკრიბის“ ახალგაზრდა პედაგოგი, თამარ ყვავაძე კი, - ამავე ორგანიზაციის მიერ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი, პრაქტიკული და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მადლიერების სიგელით დაჯილდოვდა. ხოლო ანსამბლის მოცეკვავეებს, ფესტივალში მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის, დიპლომები გადაეცათ.  ფესტივალში, „გაზაფხულის რითმები“, ჩართულნი იყვნენ ანსამბლები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან. „ოკრიბა“ მაყურებლის ...

სრულად ნახვა

ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა ტყიბულის თეატრში

პატრიოტული მოტივითა და სულისკვეთებით შექმნილი წარმოდგენა წმინდა კეთილმორწმუნე მეფეს, დავით IV აღმაშენებელს, მიეძღვნა და სამშობლოსადმი გაწეულ მის ღვაწლსა და ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს ასახავდა.   ახლადშექმნილი დასის მსახიობებმა: ნათია ხაბურზანიამ, ელენე ბოჭორიშვილმა, კონსტანტინე კიკნაველიძემ, თორნიკე გოტიაშვილმა და ირაკლი კერესელიძემ დამსწრე საზოგადოებას ხატოვნად წაუკითხეს ღირსეულ მეფესთან დაკავშირებული ისტორიები. სპექტაკლის დადგმის რეჟისურა და სცენოგრაფია თეატრის დირექტორს, ლალი კუბლაშვილს, ეკუთვნის. მაყურებელთა შორის იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და ხელოვნების სხვა თაყვანისმცემლები. მარი ბაბუხადია https://youtu.be/ZCYV7EU4JB4

სრულად ნახვა

გამგეობამ შვიდ მრავალსართულიან კორპუსში ლიფტები აღადგინა

  მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გამსახურდიას ქუჩის N22 და N24 საცხოვრებელ მრავალსართულიან ბინებში ახლადრეაბილიტირებული ლიფტები მოინახულა.    პროექტი ტენდერში გამარჯვებული ფირმის მიერ, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 5 % - იანი წილით განხორციელდა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

უკრაინელთა დასახმარებლად

  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.  ,,იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებმა, გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ პრემიერის ინიციატივას და ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარონ მოძმე უკრაინას და ამას კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.  ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინის არაერთ ქალაქთან, ალბათ, გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი ოდესაში მერის მიწვევით, ასევე ხერსონში გუბერნატორის მიწვევით, იმერეთის მუნიციპალიტეტებსაც არაერთი დაძმობილებული ქალაქი ჰყავთ უკრაინაში და შესაბამისად ჩვენი დახმარების სურვილი ბუნებრივიცაა.  აქვე მინდა მივმართო იმერეთში მომუშავე კერძო სექტორს, თუ ვინმეს ექნება სურვილი მათაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.  როგორც იცით, ...

სრულად ნახვა

კურსებში, „დედაღვთისას მონასტრის“ მიმართულებით, გზის დაგება დაიწყო

  96 ათას 700 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, „დედაღვთისას მონასტრის“ მიმართულებით, ნახევარკილომეტრამდე სიგრძის ბეტონისსაფარიანი გზა დაიგება.   სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ტობე“ განახორციელებს. პრეზენტაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

  საერთაშორისო საჭარდაკო ფესტივალი „ტყიბული 2019-ის“ ერთკვირიანი ტურნირი დასრულდა, რომელიც ტრადიციულად უკვე მეთერთმეტე წელია, რაც ჩვენს ქალაქში, მუნიციპალიტეტის თეატრის „ვერცხლის დარბაზში,“ იმართება. თუმცა წელს პირველად მან საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და 90-მდე ქართველ მონაწილეს შორის წარმატებული უკრაინელი ახალგაზრდაც ასპარეზობდა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში, მათგან - 8, 10 და 12 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებში, ასევე, ღია ტურნირი 14 და 16 წლამდე მოზარდებსა და 16 წლის ზევით ქალთა და მამაკაცთა შორის, მიმდინარეობდა.   ღონისძიებას ორგანიზება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა(ა)ი.პ. „სპორტულმა ცენტრმა“ და საქართველოსა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციებმა გაუწიეს. დახურვის ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერი, ...

სრულად ნახვა

სალაშქრო სეზონი - 2016 ტყიბულიდან დაიწყო

  მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ 2016 წლის სეზონი ტყიბულის მუნიციპალიტეტში გახსნა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კულტურისა და სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.   მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო ჩაფიძესთან, მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რობიზონ გვენეტაძესთან ერთად ფესტივალის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე, სტუმრობდა.  მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ტყიბულში შიდა ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი წელსაც გრძელდება. ამჯერად შესაბამისი სამუშაოები ტყვარჩელის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც N 24; N 26; N32 და N34 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს. ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე იმყოფებოდა, რომელიც დეტალურად გაეცნო შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბორდიურების მოწყობა და 12 სმ-იანი სისქის არმირებული ბეტონის დაგება. შიდა ეზოების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 285531 ლარს შეადგენს. სამუშაოები მაისის თვეში დასრულდება და ეზოების კეთილმოწყობით მოსახლეობას დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდება. https://youtu.be/lWGENLiIyvQ

სრულად ნახვა

ესეების კონკურსი: „ჩემი ადგილი თავისუფალ საქართველოში

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეთათვის ესეების კონკურსი გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და საგანმანათლებლო რესურსცენტრი არიან.   ინიციატივა და პროექტის ხელმძღვანელობა კი მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების სამსახურს ეკუთვნის. კონკურსი მიზნად ისახავს მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას, ახალგაზრდებში ინდივიდუალური ნიჭისა და უნარის გამოვლენას, დამოუკიდებელი, არგუმენტირებული და კრეატიული აზროვნების წახალისებას. მასში მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლიდან, 14-დან 18 წლის ასაკის, 28 მონაწილე ჩაება. თითოეულს, მეტი ობიექტურობისათვის, შტრიხკოდიანი სამუშაო ფურცლები გადაეცა და დროის ხანგრძლივობა 2 საათით განესაზღვრა. სამი დალუქული კონვერტიდან ერთ-ერთი თავად კონკურსანტებმა აირჩიეს, რომელიც ...

სრულად ნახვა

კომენტარები გამორთულია