72983633_509819683196206_6280435242767482880_n

გეგმიური სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა,რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა და დეპუტატებთან ერთად თანამომხსენებლები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით ორი საკითხი იქნა განხილული, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თემურ ცქიფურიშვილმა, წარმოადგინა.

  I პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N73 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას უკავშირდებოდა, ხოლო განკარგულების პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის დამტკიცებას შეეხებოდა.

  საკრებულომ მოისმინა 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის მოკლე მიმოხილვა. აღინიშნა, რომ ამ პერიოდის შემოსულობების გეგმა შეადგენს 9716, 4 ათას ლარს, ფაქტიურად შემოსულია 7893,5 ათასი ლარი, გეგმა შესრულებულია 81,2%-ით. განხილული იქნა გეგმის შესრულება ცალკეული სახეობების მიხედვით, მათ შორის, - მუნიციპალური შიდა გზების მოვლა-შენახვისათვის გათვალისწინებული იყო 4123,5 ათასი ლარი, გახარჯულია 3256,2 ათასი ლარი, გეგმა შესრულებულია 79,0 %-ით.

  აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ნორმალური სანიტარული ნორმის უზრუნველყოფა. ამ მიზნით გეგმით გათვალისწინებულია 215,9 ათასი ლარი, გახარჯულია 200,8 ათასი ლარი, გეგმა შესრულებულია 93,0%-ით.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 544,5 ათასი ლარი, ფაქტიურად გაიხარჯა 317,3 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 58,3%-ით.

   სოფლის მხარდასაჭერი პროგრამების განსახორციელებლად 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 423,5 ათასი ლარი.   ფაქტიურად გახარჯულია 209,9 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 49,6 %-ით.

 განათლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის: ბაღის პერსონალის შრომის ანაზღაურებას, ბავშვთა კვებას, შენობების გათბობას, საახალწლო ღონისძიებებს და სხვა მიმდინარე ხარჯებს. საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ამ მიზნით  9 თვის  გეგმით  გათვალისწინებული იყო 1620,5  ათასი ლარი. ფაქტიურად გახარჯულია 1194,2  ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 76,3%-ით.

  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად 9 თვის დაზუსტებული  გეგმით გათვალისწინებულია  1187,3 ათასი ლარი,  გახარჯულია 1061,7 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 89,4%-ით.

  კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 544,0 ათასი ლარი. ფაქტიურად გახარჯულია 519,4 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 95,5%-ით.

  ჯანდაცვის პროგრამების  დაფინანსების მიზნით 9 თვის  გეგმით გათვალისწინებული იყო 51,0 ათასი ლარი. ფაქტიურად გახარჯულია 50,1 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 98,2%-ით.

  სოციალური პროგრამები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული ღონისძიებების  დაფინანსების მიზნით 9 თვის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულია 326,5   ათასი ლარი. ფაქტიურად გახარჯულია 293,8 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 90,0%-ით. მათ შორის ინდივიდუალური დახმარების პროგრამით გაიხარჯა 75,0 ათასი ლარი, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის მიზნით  გაიხარჯა 42,2 ათასი ლარი, სარიტუალო მომსახურება გაეწია გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახს და გაიხარჯა 0,5 ათასი ლარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით გახარჯულია 42,8 ათასი ლარი, უმწეოთა  უფასო კვებისათვის გახარჯულია 51,9 ათასი ლარი. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის მიზნით გახარჯულია 8,1 ათასი ლარი; ქირურგიული ოპერაციების ღირებულების თანადაფინანსების მიზნით გახარჯულია 52,5 ათასი ლარი; შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეების დახმარების მიზნის კი 13,7 ათასი ლარი. ინტეგრირებული საქმიანობის დღის ცენტრი დაფინანსდა 7,1 ათასი ლარით.

  დღის წესრიგის მიხევით წარმოდგენილი ორივე პროექტი საკრებულომ მოისმინა, განიხილა და კენჭისყრით მიიღო.

მარი ბაბუხადია

73081985_461771264431445_195478427090812928_o75439428_2300472496745752_2922465816018419712_n 74941159_399469497624869_685840688725622784_n 74634397_533281710739246_1542733032744550400_n 73388535_606967620120405_7022058833589567488_n 73047197_407168296624937_3500000142642118656_n 72565628_390685375145667_781466709641920512_n 72983633_509819683196206_6280435242767482880_n