25-26 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში, გაიმართა ტრადიციული „დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა კუნგ-ფუში.“ ტურნირის ორგანიზატორი იყო ზესტაფონის ორთაბრძოლების კლუბი „ავაზა.“ შეჯიბრი გაიმართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის პატრონაჟითა და „საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის" ეგიდით. მასში მონაწილეობდნენ ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, აბაშის, რუსთავის, ტყიბულის, თბილისის გუნდები. ასევე, აზერბაიჯანის სპორტსმენები, სულ - 85 მონაწილე, ვაჟები და გოგონები. ტყიბულიდან ასპარეზობაში ჩაერთო მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ( დირექტორი ვალერ კობახიძე) კუნგ-ფუს გუნდი (ხელ-ბი ოლეგ ფანჩულიძე, ლაშა ცქიფურიშვილი). მათ ბრწყინვალედ იასპარეზეს და მოიპოვეს 6 - პირველი, 2 - მეორე და 2 - მესამე ადგილები. ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ბუბაშვილი, საბა გელაძე, ლაზარე ბოჭორიშვილი, ნიკა მესხორაძე, ლუკა მესხორაძე, გიორგი ყიფიანი. პრიზიორები არიან: ლუკა ბრეგაძე, ანრი ვარდოსანიძე, ლუკა ლანჩავა, ჯემალ ახვლედიანი. ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდა მედლებითა და დიპლომებით.
მარინე ბოჭორიშვილი
სპორტული ცენტრის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი
კომენტარები გამორთულია