საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბული- თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულის მერობის კანდიდატი , თემურ ჩუბინიძე, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს წარუდგინა. მან აქცენტები თემურ ჩუბინიძის გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმსა და პიროვნულ ღირსებებზე გააკეთა და აღნიშნა: "- მინდა, წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების კანდიდატი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა, როგორც დეპუტატის, ვფიქრობ, სარგებლიანი იქნება. მან უნდა შექმნას კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანებისაგან შემდგარი გუნდი, აქ მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობაც... მეც გვერდით დავუდგები მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კმაყოფილი იყოს ჩვენი მოსახლეობა..."
შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი და სხვა საპატიო სტუმრები. შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე და ბოლოს, თავად მერობის კანდიდატი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ესოდენ დიდი ნდობა გამოუცხადა მას და აღნიშნა , რომ იგი შეეცდება ერთგულად ემსახუროს თითოეულ ტყიბულელს და პროგრესული გახადოს მისი მშობლიური ქალაქი.
ნანა რაზმაძე
27 thoughts on “მერობის კანდიდატი, თემურ ჩუბინიძე, ტყიბული-თერჯოლის დეპუტატმა წარადგინა”
კომენტარები გამორთულია