215_7968_01.MP4.Still003

ტყიბულში თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტში უხვთოვლიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. ამ დროისათვის ქალაქში თოვლის საფარის სიმაღლემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა.  კომუნალური გაერთიანების მიერ ქალაქის შიდა საუბნო გზების გასუფთავება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკით სრულდება.  კომუნალური გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, პარალელურად ამ დროისათვის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებისა და სოფლების მიმართულებით.

კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანლის თქმით, ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ამ დროისათვის ორი ერთეული ტექნიკა მუშაობს და სავარაუდოდ ჩაკეტილი უღელტეხილი დღის ბოლომდე მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გაიხსნება.

მარი ბაბუხადია