ტყიბულში ბუთხუზ ბასილაიას სახელობის სკვერი გაიხსნება

  თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას, 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელიც მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა. საღამოზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, იყო მიწვეული.

  კონცერტი, სახელწოდებით –,,ზღაპარი სიყვარულისა“, მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის ინიციატივით შედგა, სადაც კომპოზიტორის პოპულარული ქართული სიმღერები ახლებური ვერსიით გაჟღერდა. რობიზონ გვენეტაძემ, ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრების იმ პერიოდზე ისაუბრა, რომლითაც იგი ტყიბულთან იყო დაკავშირებული და, თავის მისასალმებელ სიტყვაში, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქალაქში გამოჩენილი კომპოზიტორის სახელობის სკვერის გახსნა იგეგმება.

  ,,შესანიშნავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც ქმნიდა მაღალმხატვრულ შემოქმედებით ნაწარმოებებს და გამორჩეული სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოებაში, ძალზედ საამაყო და სასიხარულოა, რომ მისი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი ტყიბულს უკავშირდება. მან ბავშვობის წლები ამ ქალაქში გაატარა, იზრდებოდა სტალინის უბანში და დაამთავრა ტყიბულის N4 საშუალო სკოლა. ჩემთვის ეს ფაქტი ორმაგად სასიხარულოა, რადგან ჩემმა მოსწავლეობის ხანამ წორედ ამ სკოლის კედლებში ჩაიარა და დღესაც ამ უბანში ვცხოვრობ.

  ტყიბულში ყოველთვის თბილად და განსაკუთრებული გრძნობით იგონებენ ბუთხუზ ბასილაიას, რომლის სიმღერებზეც არაერთი თაობა აღიზარდა. ნიშნად მისდამი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა, გადავწყვიტეთ, ქალაქში გაგვეკეთებინა მისი სახელობის სკვერი. სადაც სიმბოლურად, ნუგზარ ერგემლიძის ესკიზის შესაბამისად, ლითონის კონსტრუქციისგან დამზადებული როიალი დაიდგმება" - განაცხადა რობიზონ გვენეტაძემ ალექსანდრე ბასილაის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.

100 200

2 thoughts on “ტყიბულში ბუთხუზ ბასილაიას სახელობის სკვერი გაიხსნება

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.