ragbi

ტყიბულმა რაგბში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

  „ბ“ლიგის ჯგუფებს შორის გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი რაგბში, რომელსაც ჩვენმა მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ტყიბულის „გელათი“ ჭიათურის „ჭიათურას“ დაუპირისპირდა. მართალია, შეხვედრა ჩვენი სპორტსმენების მარცხით დასრულდა, მაგრამ აღნიშნულ კატეგორიაში თამაშის შესაძლებლობა მათთვის გამოცდილების შეძენას და უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს. 

  აღსანიშნავია, რომ „ბ“ კატეგორიის გუნდებს შორის შემოდგომაზე მეორე ტურის თამაშები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ტყიბულელი მორაგბეებიც მიიღებენ.

ნათია მურუსიძე