ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია კობახიძე აირჩიეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გამართული რიგით მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომა N57 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნატო კენჭოშვილმა, გახსნა. მას  საკრებულოს უხუცესი წევრი, იური ელიაშვილი , უძღვებოდა. ახალი საკრებულო ხუთი პარტიის წარმომადგენლობით შეიკრიბა.

დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ ნატალია კობახიძის კანდიდატურას უყარეს კენჭი. 19 ხმით ( 22 მონაწილიდან) იგი არჩეულ იქნა  საკრებულოს თავმჯდომარედ. ტყიბულის ისტორიაში  ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა ქალბატონი უხელმძღვანელებს საკანონმდებლო ორგანოს.

"- მადლობას ვუხდი ყველას ამ ნდობისათვის. ვიღებ ამ დიდ პასუხისმგებლობას და მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი მუშაობის პრინციპი იქნება კანონიერებაზე, საჯაროობაზე, კოლეგიალობასა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე აგებული. ჩვენ გავითვალისწინებთ მოქალაქეთა წინადადებებს, მოსაზრებებს, მოთხოვნებს და ვიხელმძღვანელებთ ამით..." - განაცხადა ნატალია კობახიძემ.

ასევე, ფარულით კენჭისყრით 19 ხმით (20 ამომრჩევლიდან) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით კუბლაშვილი იქნა არჩეული.

ნანა რაზმაძე

215_0599_01.MP4.Still167 215_0599_01.MP4.Still171 215_0599_01.MP4.Still172

 

8 thoughts on “ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია კობახიძე აირჩიეს

  1. Уведомление: does ciprofloxacin
  2. Уведомление: medication azithromycin
  3. Уведомление: cephalexin tolerance
  4. Уведомление: azithromycin sds
  5. Уведомление: zithromax md
  6. Уведомление: celebrex missed dose
  7. Уведомление: 3contains
  8. Уведомление: 2unconvinced

კომენტარები გამორთულია