ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თანადგომითა და მხარდაჭერით, 2017 წლის 26 ივლისს, 17:00 საათზე, ტყიბულის საცურაო აუზზე, აწყობს შეჯიბრს სწრაფ ცურვაში. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაცია დაიწყება 16:00 საათიდან. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
კომენტარები გამორთულია