burtii-cr-721x405o

მინი-ფეხბურთში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

     ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აწყობს მინი-ფეხბურთში ტურნირს 2018 წლის პირველობაზე. თამაშებში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ ტყიბულის  ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლებს, 18 წლის ასაკიდან. შეჯიბრი ჩატარდება ჯგუფური სისტემით.

     მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში ა/ წლის 9 აგვისტოს, 12.00 საათამდე. კენჭისყრა გაიმართება იმავე დღეს 14.00 საათზე. განაცხადში ნებადართულია 10 ფეხბურთელის, 1 წარმომადგენლისა და 1 პასუხისმგებელი პირის შეყვანა, რომელსაც თან უნდა დაერთოს მონაწილეთა პირადობის მოწმობის ასლები.

    თამაშები გაიმართება 2018 წლის 17 აგვისტოდან სოფელ საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე.

     I, II და III ადგილებზე გასული გუნდები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაჯილდოვდებიან თასებითა და ფულადი პრიზებით (400-300-200 ლარი). ასევე, დაჯილდოვდებიან: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო დავდამსხმელი და  ყველაზე ასაკოვანი და აქტიური მონაწილე.

  იხილეთ თანდართული ცხრილები.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,

სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური

მინი ფეხბურთის დებულება

გუნდების ჩამონათვალი

„ა“ ჯგუფის ცხრილი

„ბ“ ჯგუფის ცხრილი

„გ“-ჯგუფის ცხრილი

„დ“ ჯგუფის ცხრილი