საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი „საქნახშირის“ ახალ გენერალურ დირექტორს, ჯამბულატ ჯაყელს, შეხვდნენ და ქვანახშირის მრეწველობის დარგში არსებულ ვითარებას გაეცვნენ.
ოფიციალური შეხვედრა ჯერ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციაში შედგა და ამის შემდეგ ისინი ტექნიკურ დირექციასთან ერთად, სპეციალური ვაგონით, მინდელის სახელობის შახტაში 300 მეტრ სიღრმეზე, ჩავიდნენ, სადაც ისინი მეშახტეების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნობიან.
ნანა რაზმაძე
18 thoughts on “მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მეშახტეების პირობებს ეცნობა”
კომენტარები გამორთულია