ლაშა კლდიაშვილი : „ეკონომიკურად ძლიერი თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები ერთიან საქართველოში“

 

  თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან, 13 პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 2 - საინიციატივო ჯგუფიდანაა წარმოდგენილი.

  საზოგადოებაში დიდი ინტერესია, იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს. შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მათ შესახებ ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

 ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

პარტიული ნომერი 3

ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ 

  ლაშა კლდიაშვილი დაიბადა 1973 წლის 27 ივლისს. 1990 წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის N1 საშუალო სკოლა, მედალზე. 1990-95 წ.წ. სწავლობდა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1995-97 წ.წ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერთა აკადემიასთან არსებულ სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში (ასპირანტურაში).

  1994-2001 წ.წ. მუშაობდა სს „ექსიმბანკში“ იურისტად, შემდგომ - „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2001-03 წ.წ. ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კუთხით. 2004-05 წ.წ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. 2005-07 წლებში სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია. 2008 წლიდან არის საქართველოს საარბიტრაჟო პალატისა და შ.პ.ს. „დალა 73-ის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

  ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

  ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

12 thoughts on “ლაშა კლდიაშვილი : „ეკონომიკურად ძლიერი თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები ერთიან საქართველოში“

  1. Уведомление: ciprofloxacin rash
  2. Уведомление: cephalexin medicine
  3. Уведомление: augmentin chalazion
  4. Уведомление: erythromycin dosages
  5. Уведомление: bactrim
  6. Уведомление: cephalexin burping
  7. Уведомление: celebrex for swelling
  8. Уведомление: 3prostate
  9. Уведомление: 2infantile
  10. Уведомление: sildenafil
  11. Уведомление: viagra
  12. Уведомление: sildenafil citrate

კომენტარები გამორთულია