იოსებ რობაქიძე ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი მოწვევის შემადგენლობა დღეს შეიკრიბა და პირველი სხდომა ჩაატარა.  ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოთა სააქტო დარბაზში შეხვედრა ოფიციალურად გახსნა N57 ტყიბულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნატო კენჭოშვილმა, რომელმაც 2 ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოხსენება გააკეთა და შედეგები შეაჯამა. 27 წევრიანი საკრებულო ოთხი საარჩევნო სუბიექტთაა დაკომპლექტებული, აქედან 17 მანდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,“ 8 – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის,“ 1 – „ლელოს“ და 1 – „გახარია საქართველოსათვის“ ეკუთვნის. თვითმმართველობის კანონის შესაბამისად  პირველ სხდომას უხუცესი წევრი, იოსებ რობაქიძე, გაუძღვა. არჩეულ იქნა სამანდატო  და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიები. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ყოველგვარი ტიპის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე.

 უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ „ქართული ოცნების“ 17 დეპუტატის მონაწილეობით, ფარული კენჭისყრის პრინციპით,  ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარედ იოსებ რობაქიძე იქნა არჩეული. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს ნდობისთვის და შედეგზე ორიენტირებული ნაყოფიერი მუშაობა უსურვა ყველას.

 „დიდი მადლობა მოსახლეობას იმისათვის, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭირა მაქსიმალურად მხარი და სრული გამარჯვება მოვიპოვეთ არჩევნებში,“ - განაცხადა ახლადარეულმა თავმჯდომარემ.

  ცვლილება იქნა შეტანილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტშიც. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა 1-დან 3-მდე გაიზარდა. შესამაბისად, რობიზონ რობაქიძემ პირველ მოადგილედ სოფიო ბოჭორიშვილი დაასახელა, მოადგილეებად კი თამაზ ფართლაძე და ირაკლი აბესაძე. ისინიც ხმათა უმრავლესობით იქნენ არჩეული დეპუტატების მიერ.

 საკრებულოს შემადგენლობა ორ ფრაქციად დაკომპლექტდა: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ იზოლდა ნემსაძე, ხოლო მოადგილედ მანუჩარ გოტიაშვილი დასახელდა, ხოლო „ერთიენი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დავით ქათამაძე, ხოლო მოადგილეებად - ნატო კეჭაყმაძე და ცოტნე აბესაძე.

 დღის ბოლოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს, ასევე, კომისიის თავმჯდომარეთა არჩევას, შედეგად, კოლეგების მხადრაჭერა მიიღეს: ისიდორე ლომთაძემ, თეიმურაზ ქელბაქიანიმა, გრიგოლ ჩიხლაძემ, ნატალია კობახიძემ და თემურ ძაგნიძემ.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია