იმუნიზაციის კვირეული ტყიბულში

  მ/წ 24-30 აპრილს საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული ტარდება სლოგანით - „დიდხანს სიცოცხლე ყველას,“ რომელიც  რეგიონალური ინიციატივაა და 2005 წლიდან,  ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირაში, აღინიშნება.

 იმუნიზაციის კვირეულის (ეიკ) ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებთან და სამედიცინო დაწესებულებებში.

 მისი მიზანია მოსახლოების ცნობიერების ამაღლება იმუნიცაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთლდღეობისათვის.

გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით კაცობრიობა მედიცინის სხვა არც ერთ დარგთან არ არის ისე ვალში, როგორც იმუნიცაზიასთან.

იმუნიცაზია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში (პენიცილინი, რენტგენის სხივი, დნმ, ინსულინი, ანესთეზია და სხვა).

XX საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელმაც შეცვალეს კაცობრიობა, იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს.

საქართველოს ჯანმრთელობის შესახებ კანონის შესაბამისად, 1996 წლიდან, მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა. პროფილაქტიკური აცრები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, უფასოა, იგი ამჟამად წარმოებს 13 დაავადების (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ტუბერკულოზი, ჰეპატიტ B, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტა ვირუსული ინფექცია, პნევმოკოკური ინფექცია, ჰემოფილუს ინფლუენცას B. პაპოლომა ვირუსი) საწინააღმდეგოდ, რისთვისაც გამოიყენება 9 სხვადასხვა დასახელების მაღალეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა.

იმუნიზაცია, როგორც მეცნიერება 200 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება კაცობრიობას, მილიონობით ბავშვს უნარჩუნებს  სიცოცხლეს. იცავს სიკვდილის, სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევებისაგან.

გახსოვდეთ, რომ აცრები უფასოა და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, ვაქცინაცია ეფექტურია და უსაფრთხოა.

აცრები უნდა ჩატარდეს გარკვეული ვადებისა და ინტერვალების დაცვით.

აცრის შემდეგომ განვითარებული რეაქციის შემთხვევაში (ტემპერატურა, აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება, მტკივნეულობა - რაც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და ბავშვის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მიუთითებს) დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

მშობლებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილების ჯანმრთელობა თქვენს ხელშია. დროულად ჩაუტარეთ აცრები და დაიცავით საშიში ინფექციური დაავადებებისაგან.

ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“

7 thoughts on “იმუნიზაციის კვირეული ტყიბულში

  1. Москва и область
    Москва внесла в черный список около 400 конгрессменов США и 100 канадских сенаторов
    Минобороны России заявило об ударах по военным объектам в Киеве при попытках ударов по РФ
    Производитель Durex и Vanish сообщил о передаче российского бизнеса
    Марин Ле Пен заявила, что признаёт результаты референдума в Крыму
    США выделят новый пакет военной помощи Украине на 800 миллионов долларовКанцлер Австрии Нехаммер заявил об отказе трех стран поддерживать эмбарго на газ из РоссииВолодин: если с Медведчуком что-то случится, отвечать придется ЗеленскомуIT-компании смогут оформить отсрочку от армии сотрудникам через «Госуслуги»В Калмыкии задержали владельца Telegram-канала по делу о фейках о военных РФГосдолг России с начала 2022 года снизился на $26,5 млрд
    Яндекс.Доставка (0+)
    Срочная доставка
    документов курьером

    sandbox

  2. May I simply say what a relief to discover an individual who actually understands what theyre discussing online. You actually realize how to bring an issue to light and make it important. More people should check this out and understand this side of the story. I was surprised you arent more popular since you definitely have the gift.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.