ილია სულამანიძე ორგზის საქართველოს ჩემპიონია

  14-15 მაისს ლანჩხუთში გამართულ საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში, 2001-02 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ილია  სულამანიძემ, 73 კილოგრამ  წონით  კატეგორიაში, ბრწყინვალე გამარჯვებით ჩემპიონის ტიტული, ამჯერად მეორედ, მოიპოვა.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი და მისი მწვრთნელი, გრიგოლ სოფრომაძე, 500-500 ლარით დასაჩუქრდნენ.

ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია