გულჩე ბოცვაძე ,,ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით" დააჯილდოვეს

   ტყიბულის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „ოკრიბის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გულჩე ბოცვაძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ, „საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით“, სიგელთან ერთად, დაჯილდოვდა. ჯილდო საქართველოს დამსახურებულ ქორეოგრაფ-პედაგოგს, ქალბატონ გულჩეს, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის თბილისში გამართულ ფესტივალზე გადაეცა. „ოკრიბის“ ახალგაზრდა პედაგოგი, თამარ ყვავაძე კი, - ამავე ორგანიზაციის მიერ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი, პრაქტიკული და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მადლიერების სიგელით დაჯილდოვდა. ხოლო ანსამბლის მოცეკვავეებს, ფესტივალში მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის, დიპლომები გადაეცათ.

  ფესტივალში, „გაზაფხულის რითმები“, ჩართულნი იყვნენ ანსამბლები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან. „ოკრიბა“ მაყურებლის წინაშე 3 ქორეოგრაფიული ნომრით „ოსურით,“ „გოგმანითა“ და საგანგებოდ ამ დღისთვის დადგმული „ მთიელ ქალ-ვაჟთა შეჯიბრით“ წარდგა.

  გულჩე ბოცვაძე უკვე 50 წელია ქორეოგრაფიაში, აქედან 30 წელი „ოკრიბაში“ მეუღლესთან, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ჯემალ ბოცვაძესთან, ერთად, მოღვაწეობს. ხელოვნების ამ დარგში მიღწეული წარმატებისათვის ბატონი ჯემალის დამსახურებული მიღწევები არაერთ რეგალიას ითვლის, რაც ფესტივალზეც სცენიდან განსაკუთრებულად აღინიშნა. 82 წლის, საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი გახლავთ - ქართული ქორეოგრაფიის რაინდი, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი, ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენოსანი და საქართველოს დამსახურებულ ქორეოგრაფ-პედაგოგი. ახალგაზრდა ქორეოგრაფი, თამარ ყვავაძე, კი, რომელიც თავად ანსამბლ „ოკრიბის“ ხელმძღვანელების აღზრდილია, უკვე 10 წელია, მათთან ერთად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

  ჯემალ და გულჩე ბოცვაძეებმა ბავშვთა ქორეოგრაფილი ანსამბლი ოკრიბა 1994 წელს ჩამოაყალიბეს და მას შემდეგ უწყვეტად, დიდი სიყვარულით, რუდუნებითა და დაუღალავი შრომით ეწევიან მშობლიური კუთხისა და ქვეყნისათვის თაობების აღზრდის სასიკეთო საქმეს. აღსანიშნავია, რომ მათი აღზრდილი  არაერთი მოცეკვავე   სხვადასხვა სახელმწიფო ანსამბლის წევრია.

 

  როგორც ბატონმა ჯემალმა აღნიშნა, „ოკრიბის“ მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული კონცერტი, ადგილობრივი მომღერლების ჩართულობით, ტყიბულის თეატრში, 19 მაისს გაიმართება.

მარი ბაბუხადია

 

2 thoughts on “გულჩე ბოცვაძე ,,ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით" დააჯილდოვეს

  1. May I simply say what a relief to discover an individual who actually understands what theyre discussing online. You actually realize how to bring an issue to light and make it important. More people should check this out and understand this side of the story. I was surprised you arent more popular since you definitely have the gift.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.