tyibuli

გიწვევთ მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

27 აგვისტოს, ჩვენი ქალაქი საზეიმოდ აღნიშნავს მეშახტის პროფესიულ დღეს და მას მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.   ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა გიწვევთ ამ                     დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

15:00 სთ-ზე თეატრში გაიმართება კონცერტი;  18:00 სთ-ზე - მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალის მშენებლობის დათვალიერება და კურთხევა;  18:30 სთ-ზე დაგეგმილია                        ახლადრეაბილიტირებული N1 საბავშვო ბაგა-ბაღის, ხოლო 19:00 სთ-ზე ტყიბულის მკვიდრის, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსანდრე(ბუთხუზ) ბასილაიას სახელობის              სკვერის გახსნა,  რომელსაც დიდი მაესტროს მეუღლე ლუიზა კობალაძე და ანსამბლის, ,,ივერიის“ წევრები დაესწრებიან.

 

 

                                                                                                                      ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური