გენდირექტორის მოადგილის დანიშვნის შემდეგ მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს

  „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად ხვალიდან გენერალური დირექტორის I მოადგილის თანამდებობაზე, აქტივის მიერ წარდგენილი კადრი, ელდარ ჩაფიძე, ინიშნება. როგორც მან განაცხადა, იგი მაქსიმალურად იზრუნებს, რომ საწარმოში მეთანის აფეთქების ფაქტები 99%-ით შემცირდეს. თუმცა, „ბრმა შემთხვევებისა“ და სამთო დარტყმებისაგან თავის დაზღვევის გარანტიას ვერავის მისცემს. რაც შეეხება გადაირაღებას, მისი თქმით, გაზის გამოდევნასთან დაკავშირებული მექანიზმების შეძენა დიდ თანხებს არ უკავშირდება, თუმცა, აქამდე მომხდარი ფატალური შემთხვევების პრევენცია უცოდინარობისა და კადრების არასწორი გადანაწილების გამო ხდებოდა. ელდარ ჩაფიძე გეგმავს, იზრუნოს კადრების კვალიფიკაციაზე, რაც გამოცდილი სპეციალისტების გვერდით პერსპექტიული და შრომისმოყვარე ახალგაზრდების დაყენებას გულისხმობს. ხოლო, რაც შეეხება გაცდენილი დროის მონაკვეთში შრომის ანაზღაურების გაცემის საკითხს, მან განაცხადა, რომ სახელმწიფომ ეს ვალდებულება კომპანიას დააკისრა, ვიდრე საგამოძიებო პროცესები არ დასრულდება. ხვალიდან კი შახტში უსაფრთხოების წესების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყება.

  აქცია დაიშალა, თუმცა, „საქნახშირის“ მხრიდან მიღებული გარანტიების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეშახტეთა თქმით, საპროტესტო გამოსვლები კვლავ განახლდება.

ნათია მურუსიძე

12 13 14 15 16 17

34 thoughts on “გენდირექტორის მოადგილის დანიშვნის შემდეგ მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.