ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

     ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს საქართველოში, ისე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ყოველწლიურად აღინიშნება. დღეს ეს თარიღი ჩვენმა ქალაქმა ბავშვებს მოკრძალებული ღონისძიებებით მიულოცა.

     კულტურის ობიექტების გაერთიანების,  მაყვალა ქასრაშვილის სახელობის, ხელოვნების სკოლაში გამართული წლის საანგარიშო კონცერტიც სწორედ აღნიშნულ დღეს მიეძღვნა. ამავე სკოლის საესტრადო და ვოკალური განყოფილების პედაგოგის, ლოლიტა კორძაძის, კლასის მოსწავლეებმა მსმენელთათვის ქართველი კომპოზიტორების, მათ შორის ჩვენი ქალაქის კოლორიტის, ნოდარ ვახტანგაძის, სიმღერები შეასრულეს. საათნახევრიანი პროგრამა 21 ვოკალური ნომრით იყო წარმოდგენილი.

    სადღესასწაულოდ მორთულ საკონცერტო დარბაზში გამართული ღონისძიება პედაგოგს, ნინო აბესაძეს მიჰყავდა. აღსანიშნავია, რომ სცენაზე არაერთი მოსწავლის   დებიუტიც შედგა.

  კონცერტს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს  მათი დღე მიულოცა და  პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა.

  ხელოვნების სკოლაში, ისე როგორც ყოველი წლის ბოლოს, პედაგოგების კლასების საანგარიშო კონცერტები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.

მარი ბაბუხადია

 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.