80387587_498033527474754_2121553633353924608_n

ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 7 433 400 ლარით განისაზღვრა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეკრებას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები და თანამომხსენებლები ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე 6 პროექტი იქნა განხილული.

  პირველი საკითხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას უკავშირდებოდა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 7 მილიონ 433 ათას 400 ლარით, აქედან საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 5 მილიონ 203 ათას 400 ლარს, სხვა შემოსავლები - 330 ათას ლარს, გრანტები - 1 მილიონ 870 ათას ლარს (170 ათასი მიზნობრივი ტრანსფერი; 1 მილიონ 700 ათასი სპეციალური ტრანსფერი), არაფინანსური აქტივები - 30 ათას ლარს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლისას 515 ათას 400 ლარით აღემატება.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად: 1. ინფრასტრუქტურის განვითარება - 1 მილიონ 515 ათას 400 ლარი; 2. დასუფთავება და გარემოს დაცვა - 295 ათას 400 ლარი; 3. განათლება (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები) - 1 მილიონ 300 ათასი ლარი; 4. კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი - 1 მილიონ 296 ათასი ლარი; 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 520 ათასი ლარი. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები შეადგენს 2 მილიონ 506 ათას 600 ლარს.

  განხილულ იქნა პროექტები ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების და ასევე, საკრებულოს 2020 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

  მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამის შესრულების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა გააცნო.

  სხდომაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ წარმოადგინა ანგარიში 2019 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. აღინიშნა, რომ გასული წლის ნოემბრიდან ჩატარებულია 17 სხდომა,  მათგან 11 გეგმიური და 6 რიგგარეშე, მიღებულია 16 დადგენილება და 76 განკარგულება.

  როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენდა საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე-განათება, განათლების ობიექტების კეთილმოწყობა, მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, მათი ჯანმრთელობის დაცვა, კულტურული განვითარების ხელშეწყობა, სოციალური პრობლემების მოგვარება, წელს ისევ ამოქმედდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მოსახლეობას მიეცა საშუალება თვითონ განეკარგა სოფლისთვის გამოყოფილი ფინანსები.  ყოველწლიურად იზრდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ სათანადო პირობები კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

 ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა, რომ საკრებულოს საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, სხვა პროექტებს შორის არასამთავრობოებთან ერთად შეიქმნა „შინ მოვლის სერვისი“. საკრებულოში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები, როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობასთან, სადაც ხდებოდა მათი პრობლემების ერთობლივად განხილვა. ასევე, განხორციელდა „ღია დიალოგი“ მოსახლეობასთან, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთის გუბერნიის, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სხვადასხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრებზე განხილული იქნა სოფლის პრობლემები.

   წარმოდგენილი  6 პროექტი საკრებულომ  განხილვის შემდგომ კენჭისყრით მიიღო.

მარი ბაბუხადია

002 003 004 005+