ტყიბულის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს

  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის N57 ტყიბულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული სულ 11 პარტიაა, რომელთაგან ორის განაცხადი ხარვეზების აღმოჩენის გამო ისევ განხილვის ფაზაშია, რისთვისაც ვადა 8 სექტემბრამდე განესაზღვრათ. აღნიშნული პარტიები შემდეგი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრის დღეს არჩევნებში:

  N1 - „მესამე ძალა“

  N2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის;“

  N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“

  N6 - ევროპელი დემოკრატები;

  N8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“

  N9 – „ლელო;“

  N10 – „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია’“

  N25 – „გახარია საქართველოსთვის;“

  N37 - თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა);

  N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“

  N45 – „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება.“

  რაც შეეხება თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატებს, 2 ოქტომბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს ხუთი პარტიული სუბიექტის წარმომადგენელი დაუპირისპირდება:

  N1 – „მესამე ძალა“ - გიორგი ფორჩხიძე;

  N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ბესიკ ზოსიაშვილი;

  N25 – „გახარია საქართველოსთვის“ - სანდრო სახვაძე;

  N38 - “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - გელა ჩივაძე;

  N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - დავით ჩერქეზიშვილი.

  N57 ტყიბულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში 15 ივლისის მონაცემებით, ერთიან სიაში 20 ათას 960 ამომრჩეველი ირიცხება, თუმცა დაზუსტების  და შესწორებების შეტანის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ნათია მურუსიძე

13 thoughts on “ტყიბულის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.