67487639_2358105164281272_4399076074894393344_o

სამთავრობო შეხვედრა ნოღის მოსახლეობასთან

  ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი, პრემიერის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ.

  მაია ცქიტიშვილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომლის მშენებლობაზე სოფელ ნოღასა და გორდის მოსახლეობაა დასაქმებული. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც პრომეთეს მღვიმიდან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა ნაცვლად 60 კმ-ისა, 9 კმ იქნება.