75303689_470887500186488_8439534668474220544_o

რიგგარეშე სხდომა საკრებულოში

  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეკრებას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები და თანამომხსენებლები ესწრებოდნენ.

  სხდომაზე დღის წესრიგით 3 საკითხი იქნა განხილული. პირველი პროექტი საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N73 დადგენილებაში ცვლილების შეტანას უკავშირდებოდა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თემურ ცქიფურიშვილმა, წარმოადგინა. შემოსავლების ნაწილში შევიდა ცვლილებები, მათ შორის: საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებაში, კერძოდ შემცირდა გელათში მონასტერთან მისასვლელი გზის მოსაწყობისათვის გამოყოფილი ტრანსფერი 390,7 ათასი ლარით, აქედან 137,7 ათასი ლარით გაიზარდა სოფელ ოჯოლაში შიდა გზების ბეტონისსაფარით მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა, 232,3 ათასი ლარით კი, - მრავალბინიანი კორპუსების ლიფტების მოწყობისათვის გამოყოფილი ტრანსფერი. სულ შემოსავალი შემცირდა 21,3 ათასი ლარით. შესაბამისად ცვლილებები შევიდა ხარჯვით ნაწილში: 21,3 ათასი ლარით შემცირდა გადასახდელები. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 20,7 ათასი ლარით და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 0,6 ათასი ლარით, კულტურის ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 37,5 ათასი ლარით და შესაბამისად გაიზარდა ა.(ა).ი.პ. „კომუნალური გაერთიანების“ სუბსიდია 30,0 ათასი ლარით (20,0 ათასი ლარი საქალაქო ტრანსპორტის ხელშეწყობა და 10,0 ათასი ლარი კომუნალური მეურნეობის განვითარება). ხარჯვით ნაწილში შევიდა სხვა ცვლილებებიც.

  მეორე საკითხი, რომელიც სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზოსიაშვილმა წარმოადგინა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებას შეეხებოდა, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების ფარგლებში, 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრას შემდეგი 8 მიმართულებით: ა) ქალაქის შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა; ბ) სოფლების შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა; გ) ქალაქ ტყიბულში, სპორტულ-განაჯანსაღებელი ცენტრის რეაბილიტაცია; დ) ქალაქ ტყიბულში, მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაცია; ე) ქალაქ ტყიბულის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; ვ) სოფელ გელათის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ზ) სოფელ გელათში მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაცია; თ) მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

  განკარგულების პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ შორის 2019 წლის 25 იანვარს გაფორმებული უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულებაში, დამატების 400კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იყო, რომელიც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბოჭორიშვილმა, წარმოადგინა.

  დღის წესრიგის მიხედვით განხილული სამივე პროექტი საკრებულომ კენჭისყრით მიიღო.

მარი ბაბუხადია

76652241_470888313519740_218687829062975488_o 75625414_470887800186458_4331917625496961024_o 75278260_470888166853088_6679647380574306304_o 75262090_470887360186502_3700349642467180544_o 75253027_470888246853080_3656880445968089088_o 74667370_470888156853089_5705937565396238336_o 74159356_470887770186461_4674830318375534592_o 73546217_470888186853086_1390434364306751488_o