003

რიგგარეშე სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა და დეპუტატებთან ერთად თანამომხსენებლები ესწრებოდნენ.

  შეხვედრაზე დღის წესრიგის მიხედვით 2 საკითხი იქნა განხილული. დადგენილების პროექტი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თემურ ცქიფურიშვილმა,  წარმოადგინა. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 სექტემბრის N2060 განკარგულების საფუძველზე, გასული წლების მორჩენილი თავისუფალი ნაშთებიდან (80,2 ათასი ლარი) 40,2 ათასი ლარი მიმართული იქნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციოდ, ხოლო 40,0 ათასი ლარი კი, - 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღხიცხო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით. სხვა ცვლილებებთან ერთად, ასევე, გაიზარდა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სუბსიდია; ინფრასტრუქტურის მოწყობა; საბინაო კომუნალური მეურნეობის განვითარება; სპორტული ცენტრისა და კომუნალური მეურნეობის განვითარების სუბსიდია; კულტურისა და სპორტული ობიექტების (მუზეუმი, სტადიონი) მოწყობა; სარეზერვო ფონდი; მერიის სუბსიდიის ფონდი (ტურიზმის განვითარება); კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ხარჯები.

  მეორე პროექტი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოსათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, - 1206 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ, წარმოადგინა.

  საკრებულომ ორივე პროექტი, მსჯელობის შემდეგ, კენჭისყრით მიიღო.

მარი ბაბუხადია

001 002