70995705_2408769509336608_3346399111271153664_n

რიგგარეშე სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დეპუტატები და თანამომხსენებლები ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგის მიხედვით 4 განკარგულების პროექტი იქნა განხილული, რომეlიც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ, წარმოადგინა. I პროექტი უკავშირდებოდა თანხმობის მიცემას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი (ხანძრის შედეგად განადგურებული) ქონების ჩამოწერაზე, ხოლო მომდევნო 2 საკითხი შეეხებოდა, ასევე, თანხმობის მიცემას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისათვის, მერიასა და ცუცხვათის საჯარო სკოლას შორის ამავე სოფელში მდებარე შენობის (1370 მ²) ფართის გადაცემაზე და  2 წლის ვადით სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურისათვის,“ ქ. ტყიბულში მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, პირველ სართულზე, განთავსებული (17 მ²) ფართის გადაცემაზე.

  ბოლო პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემცირებას შეეხებოდა.

  სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ კენჭისყრით იქნა მიღებული.

მარი ბაბუხადია

  70333199_2590082694389848_5200168268228198400_n 70349078_925624714484770_3330936765149085696_n 70440706_2928554687158671_9047672247694655488_n 70477067_533994150476275_6066972043851595776_n 70585187_1112990755757499_6308290081366999040_n 70705178_3031375353546045_8592985573558321152_n 70775669_2491725827727880_3656426141507387392_n 71107347_892116267828310_4014484418080014336_n 71339752_1673809832751643_1517807452035219456_n