პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი, გელა ჩივაძე დაიბადა ქ.ტყიბულში 1967 წელს.
განათლება
1984 -1988 წ.წ. ორჯონიკიძის სახ.ულიანოვსკის უმაღლესი სამეთაურო სასწავლებელი . კვალიფიკაცია - ელექტრო კავშირგაბმულობის ინჟინერი.
წოდება - ლეიტენანტი.
1991-1996 წ.წ, - ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. სპეციალობა - სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება:
04/08/1988 - 19/04/1990 წ.წ. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო ( ოცმეთაური, ასეულის მეთაური);
03/1991 - 03/1994 წ.წ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სტაჟიორ-მასწავლებელი, მასწავლებელი;
1994 წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ( მთავარი შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის რადიო საინფორმაციო სააგენტოს უფროსი);
20/03/1996 წ. საქველმოქმედო საზოგადოება „ოკრიბა“-ს იურისტ-კონსულტანტი;
24/08/1996 წ. საქართველოს გენერალური პროკურატურის კანცელარიის ინსპექტორი;
29/10/1996 - 03/06/2002 წ.წ. საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე;
2000 წ. სრულიად საქართველოს საეკლესიო საზოგადოების "გვარი და გვარიშვილობა 21 -ე საუკეუნე"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი;
03/06/2002 - 18/06/2004 წ.წ. საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსი პროკურორი;
2004 წ. თბილისის დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალდამცავი ორგანოების მასწავლებელი;
22/12/1997 წ. ტყიბულის ზონის სოფ.გურნის ახალგაზრდა მამულიშვილთა კავშირი „შევარდენი"-ს თავმჯდომარე;
13/08/2004 წლიდან დღემდე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი;
2014 - 2016 წ.წ. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი;
12/12/2008 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს ადამიანის უფლბათა დაცვის და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი;
03/05/2010 წ. საქართველოს დედაქალაქის - ქ.თბილისის საკრებულოს არჩევნები ( თავმჯდომარეობის კანდიდატი);
2012 წ. პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველო" - პარტიის გენერალური მდივანი;
2016 წ. წ. პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტყიბული, თერჯოლის საარჩევნო ოლქიდან;
2020 წ. პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" მთავარი კომიტეტის წევრი;
2020 წ. პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი, ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან;
2020 წ. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევნები - კანდიდატი;
2020 წ. საქართველოს წარმატებული ადამიანების „პერსონა 2020"- ის ნომინანტი, სამოქალაქო სექტორის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის;
19/05/2021 წ. სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი სადისკუსიო დარბაზი „ღირსება"-ს პრეზიდიუმის წევრი;
15/07/2021 წ. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „დამცველი"-ს ვიცე-პრეზიდენტი;
2000 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სტიქაროსანი.
- რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, მიგეღოთ გადაწყვეტილება, რათა კენჭი გეყარათ მერობის ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე?
- დავიბადე და გავიზარდე ქ.ტყიბულში, აქ მივიღე საშუალო განათლება. მაქვს სწორი ხედვები და ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ტყიბულის მუნიციპალიტეტს. კარგად ვიცნობ თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს. ამიტომ მოსახლეობის თხოვნით გადავწყვიტე , კენჭი ვიყარო ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე.
- ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ყველაზე გლობალური 3 პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ გადაჭრას მოითხოვს.
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, არ არის გადაწყვეტილი მეშახტეთა პრობლემები და მოუგვარებელია წყალანარინების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, რაც მოითხოვს ამ საკითხის დაუყოვნებელ გადაჭრას.
- რა გეგმებით მოდიხართ?
- ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, მოვახდენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად და მიზნობრივად დაგეგმარება-განკარგვას. პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრას და დაფინანსებას. უნდა დაფინანსდეს მხოლოდ ადამიანზე მორგებული პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები. განვავითარებ ტურისტულ სეგმენტს, ძველ და ახალ ტურისტულ ლოკაციებს გავუწევ პოპულარიზაციას, როგორც ქვეყანაში, ასევე, თანამედროვე მსოფლიოში, ხელს შევუწყობ განვითარდეს სასარგებლო წიაღისეულის (ქვანახშირის) მოპოვება და ასევე, ძალ-ღონეს არ დავიშურებ სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, კერძოდ: მევენახეობა, მაჩაიეობა, მეფუტკრეობა და სხვა. დაფინანსდება მინი საკონსერვო ქარხნები, რისი გამოცდილებაც გვაქვს.
- რას ჰპირდებით ტყიბულის მოსახლეობას?
- მოსახლეობას ვპირდები, ტყიბულის მუნიციპალიტეტს გავხდი ახალი შესაძლებლობების მქონე რეგიონად, რისი რესურსიც მას გააჩნია. გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი ბიუჯეტი და ხარჯვითი ნაწილი. ავაღორძინებ ტურიზმს, მრეწველობას, ინფრასტრუქტურას, ვიზრუნებ მეშახტეთა უფლებების დაცვაზე და მათ სოციალურ ყოფაზე, ახალგაზრდა თაობის სწავლა-განათლებაზე, შევქმნი პროფესიული გადამზადების ცენტრებს, რაც საშუალებას მისცემს მსურველებს, დაეუფლონ ამა თუ იმ პროფესიას. ჩამოვაყალიბებ ახალგაზრდულ ცენტრებს ქალაქსა და სოფლებში. ხელს შევუწყობ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს განვითარებას. მინიმუმამდე დავიყვან უმუშევრობას.
- როგორია ამ „მარათონში" თქვენი გამარჯვების ფორმულა?
- ტყიბული ჩემი მშობლიური ქალაქია და გული შემტკივა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს რომ ვხედავ. ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის გადინება, როგორც ქალაქიდან, ასევე, სოფლებიდან. 30 წელია, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მსუყე დაპირებების მეტი არაფერი კეთდება ადამიანის ყოფისათვის, საზოგადოება ბრუნდება ქვის ხანაში. მაქვს სურვილი და ამბიცია, ჩემი რაიონის აღორძინებაში შევიტანო წვლილი, აღვადგინო ჩატეხილი ხიდი ხელისუფლებასა და ხალხს შორის და ოკრიბის მკვიდრთ, ჩემს თანამემამულეებს, შევუქმნა იმედიანი ხვალინდელი დღის განცდა.
ესაუბრა ნანა რაზმაძე
21 thoughts on “მაქვს ამბიცია, აღვადგინო „ჩატეხილი ხიდი" ხელისუფლებასა და ხალხს შორის”
კომენტარები გამორთულია