005

თემურ ჩუბინიძეს, „კურორტ საწირის მეგობრის“ სიგელი გადაეცა

  ,,კურორტ საწირის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, გელა და გია ბუბაშვილებმა, დაჯილდოებისას აღნიშნეს, რომ ამავე ორგანიზაციამ ტრადიციად დაამკვიდრა მეგობრის სიგელით იმ სახელმწიფო მოხელეების დაჯილდოება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, რის შემდეგაც ასეთი პიროვნებები ხდებიან საწირის ,,მეგობრების კლუბის“ წევრები. ფონდის ხელმძღვანელებმა თემურ ჩუბინიძის მერობის პერიოდში ამ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასრტუქტურულ პროექტებსა და  სხვადასხვა აქტივობებზე, ასევე, კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე, ისაუბრეს.

  „საწირე მნიშვნელოვანი საკურორტო ზონა და ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი თვითმმართველობა, შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიურად ზრუნავს სოფლის განაშენიანება-განვითარებისათვის. „კურორტ საწირის განვითარების ფონდი“ კი, თავის მხრივ, მუდმივადაა ჩართული მის აღმშენებლობაში,“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

მარი ბაბუხადია

001 002 003 004