დავით ჩერქეზიშვილი, წინასწარი მონაცემებით, 53,43%-ით ტყიბულის მერად აირჩიეს

 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და  თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ N57 საარჩევნო ოლქში დათვლილია ყველა უბანი.

ერთიანი საარჩევნო სიით რეგისტრირებული 20 ათას 943 ამომრჩევლიდან საარჩევნო ყუთთან საკუთარი პოზიცია 11 ათას 833 მოქალაქემ გამოხატა. წინასწარი მონაცემებით ხმების რაოდენობა თვითმმართველი თემის მერის კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა: დავით ჩერქეზიშვილი (N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 53,43%, ბესიკ ზოსიაშვილი (N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 37,37%, სანდრო სახვაძე (N25 – „გახარია საქართველოსთვის“) – 5,63%, გიორგი ფორჩხიძე (N1 – „მესამე ძალა“) – 2,86%, გელა ჩივაძე (N38 – „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“) – 0,71%.

 რაც შეეხება პროპორციული სისტემით დათვლილი ბიულეტენების შედეგებს, პარტიების პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: N41 – 5565 ხმა (48,46%); N5 – 4015 ხმა (34,96%);  N25 – 560 ხმა (4,88%); N9 – 424 ხმა (3,69%).

მაჟორიტარული ოლქების მიხედვით კი ელექტორატის ხმათა უმრავლესობა შემდეგმა კანდიდატებმა მიიღეს:

N1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - რომან მაწკეპლაძე (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 1355 ხმა (54,55%);

N2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ირაკლი აბესაძე (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 1425 ხმა (56,35%);

N3 ხრესილის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზვიად კუბლაშვილი (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 232 ხმა (52,13%);

N4 საწირის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - იზოლდა ნემსაძე (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 553 ხმა (53,38%);

N5 გურნა-ჯვარისას მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი ნანიკაშვილი (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 358 ხმა (48,05);

N6 ორპირი-ცუცხვათს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ ჩიხლაძე (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 843 ხმა (57,86%);

N7 სოჩხეთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - მანუჩარ გოტიაშვილი (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 259 ხმა (57,43%);

N8 კურსების მაჟორიტრული საარჩევნო ოლქი - გიორგი ავალიანი (N41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) – 560 ხმა (54,42%);

N9 მუხურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ცოტნე აბესაძე (N5 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 476 ხმა (50,42%).

საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების შემდეგ ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ტყიბულში თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები პირველივე ტურში დასრულებულად ჩაითვლება.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “დავით ჩერქეზიშვილი, წინასწარი მონაცემებით, 53,43%-ით ტყიბულის მერად აირჩიეს

  1. Уведомление: 2parameters

კომენტარები გამორთულია