77056024_2605436489573866_9023764484040163328_n

გეგმიური სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ მორიგ სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, წარმართავდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დეპუტატები და პროექტების მომხსენებლები ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგის მიხედვით ორი განსახილველი საკითხი ტყიბულის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, 2019 წელს  გაწეული 9 თვის  მუშაობის შესახებ, ანგარიშს შეეხებოდა.

  აღინიშნა, რომ  2019 წლისათვის ხუთი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფად , მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 მილიონ 322 ათას 242 ლარი გამოიყო.

  სოფლების შიდა გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციისათვის, რომელიც 11 მიმართულებით, სოფლების: მუხურის, მანჭიორის, ახალსოფლის, ცუცხვათის, ძუყნურის, ხრესილის (,,ორღელე“), მანდიკორის, ბობოთის, სოჩხეთის (,,მუხნარი“), კურსების (,,უკლებების უბანი“), გურნის (,,ნაჭიშკრევი“),  ოჯოლის  მიმდინარეობდა. სამუშაოები 2 მილიონ 001 ათას 300 ლარი გამოიყო.

  მრავალბინიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციისათვის გამოიყო 100 ათასი ლარი. კომპანიამ   ,,ბერძელქვა“ ტყვარჩელის, თბილისის, თაბუკაშვილის, ახობაძისა და გამსახურდიას ქუჩებზე დადგენილ ვადებზე ადრე დაასრულა ხუთი ერთეული ლიფტის აღდგენითი სამუშაოები.

  გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისათვის გამოიყო 1 მილიონ  128 ათას  700 ლარი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  ,,გზამშენი XXI”  ასრულებს.

  N2 საბავშვო  ბაღის  სარეაბილიტაციოდ, პირველ ეტაპზე, 200 ათასი ლარია გამოყოფილი, სამუშაოებს  შ.პ.ს.  ,,ბერმუხა“ ახორციელებს . წელს სოფელ გელათის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის, პირველ ეტაპზე,  150 ათასი ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თბ-კაპიტალი“  აწარმოებს.

  მომხსენებელმა შეკრებილებს, ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის, საჯარო სკოლების, სამედიცინო ამბულატორიების რეაბილიტაციის, სტიქიის პრევენციის და ლიკვიდაციისა და, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამების შესახებ.

წარმოდგენილი ორი პროექტი საკრებულოს დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად ცნობად მიიღეს.  78145211_2852016108165806_4073737035276353536_n 79455806_776831802792474_532276503879090176_n