მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1ივნისს, ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ აწყობს ველორბოლას, რომელიც სტარტს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან (თაბუკაშვილის ქუჩა) 11:00 საათზე აიღებს და  N1 საჯარო სკოლასთან დასრულდება. რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ღონისძიების დაწყებამდე გაგრძელდება. მსურველები (18 წლამდე ) დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: ტყიბული, ახობაძის ქუჩა № 4. ტელ: 790 27 17 65 ტურნირში მონაწილეთა მსურველებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ველოსიპედი!  

სრულად ნახვა

,,მარჯანიშვილელების“  ,,მონატრებიდან - მარადისობამდე“ ტყიბულელი მაყურებლისათვის

  ტყიბულელებისათვის, მუნიციპალურ თეატრში, ქუთაისის მოზარდ - მაყურებელთა ახალგაზრდულმა თეატრმა, ,,მარჯანიშვილელები,“ სპექტაკლი - ,,მონატრებიდან მარადისობამდე,“  წარმოადგინა.   ნოდარ დუმბაძის, ყველა ასაკის მკითხველისათვის საყვარელი მოთხრობების მიხედვით შექმნილი სცენარის ავტორი და წარმოდგენის რეჟისორი ,,მარჯანიშვილელების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, - თორნიკე მარჯანიშვილია. ტყიბულის სცენაზე გაცოცხლებული  დუმბაძის საყვარელი პერსონაჟები, პატარა, მოზარდი თუ ახალგაზრდა მსახიობების ენით, ჟესტიკულაციითა და მანევრულობით, მწერლისა და სპექტაკლის მთავარ სათქმელზე - სიკეთეზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და ადამიანებისათვის მათ მნიშვნელობაზე გვიამბობდნენ. მაყურებელი კი, - მათ გულწრფელი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით პასუხობდა.  აღსანიშნავია, რომ სცენაზე მდგარ 50-მდე მონაწილეს შორის, ყველაზე პატარა 4 წლის, რვა კი, - დებიუტანტი ...

სრულად ნახვა

დედებისა და შვილების კონცერტი ხელოვნების სკოლაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით დედებისა და შვილების ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. იდეა სკოლის კურსდამთავრებულს, მაია ბრეგაძეს, ეკუთვნის, რომელიც პროექტში  მშობლის სტატუსით იყო ჩართული. პედაგოგიურმა კოლექტივმა აქტიურიროლი ითამაშა ამ იდეის ხორცშესხმაში და მუსიკალური განათლების მქონე დედებთან ერთად დაგეგმა საკონცერტო პროგრამა. საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოსა და კულტურის დარგის წარმომადგენლები. ნათია მურუსიძე https://youtu.be/tChitCvJY68

სრულად ნახვა

რა? სად? როდის? - შესარჩევი თამაშები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

მეექვსე წელია, ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ინტელექტუალურ თამაშს  ,,რა? სად? როდის?"  მართავს, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები იღებენ მონაწილეობას. წელს შესარჩევ თამაშებში 15 გუნდი ჩაერთო, რომელთა შორის საუკეთესო შედეგის მქონენი, გაზაფხულზე ფინალური ტურის თამაშში, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებული კი ერთი წლით სასახლის გარდამავალი თასის მფლობელი გახდება. ნათია მურუსიძე https://youtu.be/_UaoC_w0vko

სრულად ნახვა

ჩხეიძის ქუჩაზე სტადიონისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ჩხეიძის ქუჩაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 27 ათას 560 ლარს შეადგენს. კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ამხანაგობა „ფარაონი და კომპანია“ ახორციელებს. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აქ ტერიტორია უკვე მავთულბადით შემოიღობა, სადაც 330 კვ.მ. ფართობზე სტადიონის მოასფალტება მოხდება, მოეწყობა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარებები. იქვე გვერდით დასასვენებელი და გასართობი სივრცე შეიქმნა ადგილობრივებისათვის. სკვერში დამონტაჟდა თანამედროვე ატrაქციონი პატარებისათვის. კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკი. გასუფთავდა და მოწესრიგდა გარემო. დარჩენილია მცირე ღონისძიებების გატარება და იგი, კარგი ამინდების შემთხვევაში, სრულყოფილ სახეს მიიღებს. პროექტის შესრულების ვადა კი მარტის ბოლომდეა.   ტყიბულის ...

სრულად ნახვა

საწირეში ღია სპორტული მოედანი გაიხსნა

  საწირის თემის სოფელ საწირეში თანამედროვე ტიპის გარე სპორტული მოედნის გახსნის ცერემონიამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სრული დაფინანსებით განხორციელდა. მარი ბაბუხადია  

სრულად ნახვა

პრეზიდენტმა სანდრო ბუცხრიკიძე წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე, სანდრო ბუცხრიკიძე, ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. იგი დაღუპული მეშახტის ოჯახს ტყიბულში ესტუმრა, სამძიმარი გამოუცხადა მას და სახელმწიფო ჯილდო სანდროს მშობლებს პირადად გადასცა.   ,,მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ. მადლობა მინდა, გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ, ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ჯილდო. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი ჰყავდეს ...

სრულად ნახვა

„ტყიბულქალაქობა - 2015“ დასამახსოვრებელი ღონისძიებებით აღინიშნა

  24 ოქტომბერს ჩვენს მუნიციპალიტეტში ტყიბულქალაქობის დღესასწაული აღინიშნა. სახალხო ზეიმზე ინფრასტრუქტურული ობიექტების პრეზენტაცია მოეწყო. ამ დღეს ქალაქმა წარმომადგენლობით დელეგაციას ოკრიბული ლაზათით უმასპინძლა. აღნიშნულ დღესასწაულს ტყიბულის საზოგადოება ნოდარ ვახტანგაძის ვარსკვლავის გახსნით შეხვდა.   მუნიციპალურ თეატრში გამართული კონცერტის დასასრულს ხუთი საპატიო მოქალაქის დასახელება მოხდა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

26 მაისს „ცხრაჯვარზე“ სახელმწიფო დროშა აღიმართა

  საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით „ცხრაჯვარზე“ ქვეყნის სახელმწიფო დროშა აღმართეს, რაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბნის მკვიდრის, ლონგინოზ ბუბაშვილის, ინიციატივით, მისი საკუთარი ხარჯებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. მარი ბაბუხადია https://youtu.be/WRYS720zqmg

სრულად ნახვა

„ჯი - აი - ჯის ხელმძღვანელობა გაფიცულ მეშახტეებთან დათმობაზე არ მიდის

  საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე გაფიცული მეშახტეების თხოვნით „საქნახშირის (ჯი-აი-ჯი) ჯგუფის" გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ჩხეიძეს, სასაუბროდ მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდა და უშუალოდ მოითხოვა განმარტება, თუ, რა ღონისძიებებს მიმართავდა ადმინისტარაციის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საუბარში გამოიკვეთა, რომ შახტის ხელმძღვანელობა არ აპირებს ამ დრომდე მშრომელების ხელფასების გაზრდას და გაფიცულებს სამუშაო პროცესის აღდგენისაკენ მოუწოდებს. ნანა რაზმაძე

სრულად ნახვა

მამია ობოლაძის წარმატება საქართველოს პირველობაზე

  საქართველოს პირველობაზე ჭაბუკ მოკრივეთა შორის ტყიბულელმა, მამია ობოლაძემ, წარმატებით იასპარეზა. მამიას ფინალურ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონმა ოდნავი უპირატესობით სძლია და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.  აღნიშნული ტურნირი ქალაქ ბათუმში 26-28 თებერვალს მიმდინარეობდა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 121 მოკრივე ასპარეზობდა. ტყიბულის გუნდმა კი, მასში მონაწილეობა ერთი მოკრივით მიიღო, რომელიც შეჯიბრებისათვის სპორტის ოსტატმა, გია დვალმა, მოამზადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები, რომელშიც მამია ობოლაძე ირიცხება, მიმდინარე წელს, ქალაქ თბილისში გასამართ ევროპის პირველობისათვის იწყებს მზადებას. 

სრულად ნახვა

„ვამთავრებთ თამაშს, ვიწყებთ სწავლას“

  ილია II-ის სახელობის საბავშვო-სასულიერო თეატრ-სტუდიის აღსაზრდელებმა მუნიციპალიტეტის თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, გასართობი პროგრამა წარმოადგინეს, სახელწოდებით - „ვამთავრებთ თამაშს, ვიწყებთ სწავლას.“ გუნდურ თამაშებზე აგებულმა პაექრობამ მოზარდ მაყურებელს საკმაოდ ხალისიანი და მხიარული განწყობა შეუქმნა. სიუჟეტი ვეფხვების მიერ პატარებისათვის წართმეული თეატრ-სტუდიის ჯადოსნური გასაღების დაბრუნებას ითვალისწინებდა, რისთვისაც მათ სხვადასხვა დავალებები უნდა  შეესრულებინათ. ჯამბაზები კიკი და კოკო კი, ბავშვებს ამ სირთულეების გადალახვაში ეხმარებოდნენ. მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, იმპროვიზაციის უნარის გამოყენებით, ასევე, სტუდიის კედლებში მიღებული ცოდნის წყალობით ბავშვები, ცალკეული მინიშნებების მოსაპოვებლად, გუნდებად დაყოფილნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მათ დაგალახეს ზღაპრული მდინარე, გაიარეს დანაღმული ველი, ფეხზე ჩაცმული ბაბაჯანებით ...

სრულად ნახვა

„გულადი ფისო“ - ნორჩი მაყურებლისათვის

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე ნორჩ მაყურებელს თოჯინების სპექტაკლი, „გულადი ფისო,“ წარმოუდგინეს. მუსიკალურად დატვირთული 30 წუთიანი პროექტი შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და მუნიციპალიტეტის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის რეჟისორიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვნელი, მარიკა ბრეგაძეა. სიუჟეტი ფისოსა და მისი მეგობარი მამლაყინწას ირგვლივ ვითარდება. მსუნაგი მელიის მიერ მოტყუებით მოტაცებული მსუქანი მამლაყინწას დაბრუნებაში გულად ფისოს ანცი ყურცქვიტა ეხმარება.   ბაგა-ბაღისა და სკოლის ასაკის მოზარდმა მაყურებელმა ემოციურად და ტაშით მიიღო თოჯინების წარმოდგენა, რომელშიც თეატრის დასის მსახიობებთან, თორნიკე გოტიაშვილთან და თინათინ ნემსაძესთან (ახლადმოწვეული მსახიობი) ერთად, სასახლის პედაგოგები, ცისანა ქათამაძე და ბელა გვენეტაძე, მონაწილეობდნენ. რაც შეეხება მუსიკალურ ...

სრულად ნახვა

ქალაქის ჩემპიონები დააჯილდოვეს

საჭადრაკო კლუბის, ,,ტყიბულის," ორგანიზებით, ერთი კვირის მანძილზე, მიმდინარეობდა ქალაქის ჩემპიონატი 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას 37 მოზარდი, ჭაბუკი და გოგონა, იღებდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად წარიმართა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულები და პრიზიორები გამოავლინეს. I ადგილი გოგონათა შორის მარიამ ბოჭორიშვილმა (7 შესაძლებლობიდან 6 ქულით), ხოლო ვაჟებში - აბსოლუტური შედეგით (7 მოგებით), ნიკოლოზ ქათამაძემ,  დაიმსახურეს. ქალაქის ჩემპიონები მწვრთნელებმა ნანა რაზმაძემ და ბექა ხაჭაპურიძემ მოამზადეს. ნათია მურუსიძე https://youtu.be/GZH_-hlhsJ4

სრულად ნახვა

თვითმმართველობის არჩევნების პარტიული სიები

   2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე 19 დღე დარჩა. გთავაზობთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიულ სიებს ტყიბულის N57 ოლქში (10 სექტემბრის მდგომარეობით).N1. „მესამე ძალა"1. დავითი კაკაურიძე2. შოთა ასათიანი3. ნინო ხიზანიშვილი4. იოსები ჭელიძე5.ნინა კუბლაშვილი6.მზია ფრუიძე7.სალომე კაპანაძე8.ნინო ლეკიაშვილი9.ბონდო ხუჯაძე10.ხატია თირქია N2. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“1. მადონა გაბელაშვილი2. ილია კუბლაშვილი3. ოთარი უკლება4. თამარი ქუთელია5.რეზო გაბრიჭიძე6.გურამი კირკიტაძე7.სოფიო ლეჟავა8.გიორგი ბუცხრიკიძე9.ლევანი ხვადაგიანი10.რუსუდანი უფლისაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”1. დავითი ქათამაძე2. ბესიკი გაბელაშვილი3. მაცაცო ჯინჯიხაძე4. გოჩა სირბილაძე5.ირაკლი აფრიდონიძე6.ნატო კეჭეღმაძე7.დავითი ლომიძე8.ტარიელი ჭიქაბერიძე9.მზევინარი ცირეკიძე10.ლევანი ბრეგაძე N6 „ევროპელი დემოკრატები“1. ინგა რობაქიძე2. მარიკა ბუიძე3. გენადი კუბლაშვილი4. სალომე პატარიძე5.მირანდა ახვლედიანი6.კობა რურუა7.ეკატერინე ...

სრულად ნახვა

საკრებულომ 14 საკითხი დაამტკიცა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ორგანოს ხელმძღვანელი, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა. დღის წესრიგის თანახმად 14 საკითხი იქნა განხილული. პირველი მათგანი, 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესახებ, 22 დეკემბრის N43 დადგენილებაში  ცვლილებების განხორციელებას შეეხებოდა. გასული წლის ბოლოს არსებული ნაშთიდან ამ პერიოდისათვის მიმართულმა თანხამ 3 მილიონ 119 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც, გადასახდელების მიხედვით, მიმდინარე და  სხვადასხვა  პროექტებზე გადანაწილდა. სხდომაზე მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცება, ხოლო გარკვეულ ნაწილში - ცვლილებების შეტანა მოხდა. ასევე, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. დეპუტატებმა ყველა საკითხი ...

სრულად ნახვა

ელისო ჩაფიძე ღია წერილით მიმართავს . . .

  ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ნოდარ ხადურს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ გია ვოლსკის, ბატონებო, მოგეხსენებათ, რა მძიმე ვითარებაა შექმნილი ტყიბულის მაღაროებში როგორც შრომითი პირობების, ასევე ანაზღაურების კუთხით. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ. საქმე ის გახლავთ, რომ კანონის 1999 წლის რედაქციით ტყიბულის რაიონი და მისი 14 სოფელი მიეკუთვნებოდა მაღალმთიან ზონას, 2016 წლის 1 იანვრიდან კი აღარ მიეკუთვნება. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში და მეშახტეები იანვრიდან იბეგრებიან ჩვეულებრივი წესით, ანუ ხელფასის 20 პროცენტით. 1999 წლიდან დღემდე მეშახტეები, რომელთაც ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები, იბეგრებოდნენ ...

სრულად ნახვა

ხალხური შემოქმედების საღამო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა ხალხური შემოქმედების საღამოს უმასპინძლა. კულტურის ობიექტების გაერთიანების (დირექტორი ნათია ხეთერელი) ორგანიზებით სასოფლო კლუბებმა ერთი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგი სცენაზე გამოიტანეს და თვითმოქმედი კოლექტივების მონაწილეობით ოკრიბული ფოლკლორი გააცოცხლეს. გელათის, საწირის, გურნის, ძმუისის, ორპირისა და ცუცხვათის ადმინისრტაციული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომელთა შორის, ყველა თაობის მომღერალი იყო, ეს უძველესი სიმდიდრე მსმენლამდე სათუთად მიიტანეს. 20-მდე ნომერს შორის, სახალხო მთქმელის, ზანა გაბადაძის, რამდენიმე ლექსიც იყო გაჟღერებული. სცენაზე ცეცხლოვანი მუხტი შეიტანეს ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,ოკრიბის” (ხელმძღვანელები ჯემალ და გულჩინა ბოცვაძეები), მოცეკვავეებმა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

132–კოვიდინფიცირებული და 69–გამოჯანმრთელებული პირი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

  საქართველოს მასშტაბით დღეისათვის კოვიდ 19-ით ინფიცირების 1946 ახალი შემთხვევაა. აქედან, 6 მათგანი ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტია. ამ ეტაპზე ჩვენთან არსებული სტატისკიტა ასეთია: 132 - კოვიდდადებითი პირი, 69 - გამოჯანმრთელებული, 249 - თვითიზოლაციაში მყოფი. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ პირველი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა, ეს იყო 60 წლის ზევით ასაკში მყოფი მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ჯგუფური შემთხვევები N2 საჯარო სკოლის მსგავსად აღარ დაფიქსირებულა. ერთეული შემთხვევები გამოვლინდა მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლაში - გელათში, საწირესა და დაბაძველში, სადაც პედაგოგებს დაუდასტურდათ კოვიდით ინფიცირება. სამივე სკოლა სრულად გადაყვანილია ონლაინ სწავლების რეჯიმზე. აქედან გელათისა და დაბაძვლის სკოლებში ...

სრულად ნახვა

მუხურის მთაზე თოვლის საფარმა 4 მეტრს გადააჭარბა

  ტყიბულიდან მუხურის მიმართულებით საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები სათანადო ტექნიკით ხორციელდება. იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა, გიორგი ჭიღვარიამ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, მიმდინარე პროცესი ადგილზე დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას გაეცვნენ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

მუხურას მაღალმთიანობის სტატუსი მიენიჭა

მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს - გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს 7-ე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,  დიმიტრი ქუმსიშვილის, ხელმძღვანელობით გაიმართა. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი, კერძოდ - საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი. მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია“,  რომელიც განსაზღვრავს მომავალი 4 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ. სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ...

სრულად ნახვა

,,ცხრაჯვარის გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

 „ცხრაჯვარის“ სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება და გზის დიდ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი.  პროექტის ღირებულება საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად 2 მილიონი ლარია.  საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველჰყოფს. გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.  პროექტით გათვალისწინებულია „ცხრაჯვარის“ სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარისა და გარეგანათების მოწყობა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა. პროექტი პარკინგისა და ,,გადასახედის“ მოწყობასაც ითვალისწინებს.  ,,ცხრაჯვარი" საქართველოში ცნობილი ტურისტული ...

სრულად ნახვა

ტყიბულელი ძიუდოისტების წარმატება

  7-8 ივლისს ბათუმში გამართულ სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტურნირზე, ჭიდაობა-ძიუდოში, ძიუდოს კლუბ ,,გელათის“ აღსაზრდელმა, გიორგი ავალიანმა (მწვრთნელი დიმიტრი მარგველაშვილი), 26 კგ. წონით კატეგორიაში, 2007-09 წ.წ. დაბადებულთა შორის, დაიკავა II ადგილი. ასევე, ტყიბულის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, ალექსანდრე კუბლაშვილმა (მწვრთნელი გია ობოლაძე), 60 კგ წონით კატეგორიაში, 2005-06 წ.წ. დაბადებულთა, შორის მოიპოვა III საპრიზო ადგილი.   გამარჯვებული სპორტსმენები ტურნირის ორგანიზატორებისაგან შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

მუხურაში სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

  სოფელ მუხურაში თანამედროვე ტიპისა და მაღალი სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 2 მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს კი შ.პ.ს „არქი-კულტურა“ აწარმოებს.   როგორც კონტრაქტორი კომპანიის, მენეჯერმა სერგო საღინაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება ძლიერმა წვიმებმა შეაფერხა და მასშტაბური ობიექტი, დასრულებული სახით, სექტემბრის ბოლოსთვის ჩაბარდება. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

საკრებულომ სამსახურების ანგარიშები დადებითად შეაფასა

საკრებულოს 2018 წლის I გეგმიურ სხდომას ამავე ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა.  შეხვედრას დეპუტატებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და ა.(ა). ი.პ. - ების დირექტორები ესწრებოდნენ.   დღის წესრიგი სულ 7 საკითხს, მათგან ექვსი - 2017 წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენასა და შეფასებას მოიცავდა. ისინი თავიანთი სფეროების მიხედვით, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა  და  ა.(ა). ი.პ. - ების: სამხატვრო სკოლის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, საინფორმაციო ცენტრის, ხელოვნების სკოლისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორებმა წარმოადგინეს. ყველა განხილული ანგარიში დადებითად იქნა შეფასებული. მარი ბაბუხადია https://youtu.be/NqUhWkmznY0

სრულად ნახვა

საკრებულოს სხდომა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი უძღვებოდა. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა. დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხთა შორის, რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა. ერთ-ერთი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ა.(ა)ი.პ.-ების მიერ გაწეული მუშაობის ექვსი თვის ანგარიში იყო. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძეც ესწრებოდა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ტყიბული-მუხურის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია

  ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი 11 კმ-იანი გზა თოვლის საფარისაგან გაწმენდილია და აქ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდაა შესაძლებელი.   როგორც მერის წარმომადგენელმა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზაზა ყვავაძემ და მუხურის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ არსენაშვილმა აღნიშნეს, აქ შესაბამისი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოფლისა და კომუნალური გაერთიანების მექანიზატორები, სათანადო ტექნიკით, ასრულებდნენ. აქ თოვლის საფარმა 3 მარტისთვის მთაზე 1,5 მეტრს, ხოლო სოფელში 70-80 სმ-ს მიაღწია. 4 მარტს კი, 14:00 საათისათვის მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო. მარი ბაბუხადია https://youtu.be/8uziGBswkZo

სრულად ნახვა

იმერეთის გუბერნატორის წინასაახალწლო მილოცვა და განვლილი წლის შეფასება

   სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ, განვლილ 2021 წელს განხორციელებული პროექტების ანალიზი გააკეთა, რაც 12-ვე მუნიციპალიტეტში და, მათ, შორის, - ტყიბულში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. გუბერნატორი მომავალი წლისათვის დასახულ პროირიტეტებზეც საუბრობს და იმერეთისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამდეგ 2022 წელს ულოცავს. https://youtu.be/YS8lnkL9Wzs 

სრულად ნახვა

ხრესილში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტები შეირჩა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების შერჩევა მიმდინარეობს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის კრებები ტარდება, სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელ პროექტებზე.   საწირის შემდეგ საერთო კრებები ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, რომელიც სოფელ ხრესილიდან დაიწყო. შეხვედრებს მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, ზაზა ზოსიაშვილი, მერის წარმომადგენელი ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში, უჩა გაბრიაძე და ამავე თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კუბლაშვილი, უძღვებოდნენ. მათ შეკრებილ ადგილობრივებს აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ასევე, მის მნიშვნელობასა და პრინციპებზე ესაუბრნენ.    ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში, საერთო კრებებზე, რომელიც ყველა სოფელში სათითაოდ გაიმართა, მოსახლეობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტულ საკითხთა შორის ძირითადად საუბნო ...

სრულად ნახვა

„საქნახშირის“ მომავალი ახალი სტრატეგიული გეგმით

  ტყიბულის „საქნახშირში,“ სადაც დაახლოებით 1500-მდე მეშახტეა დასაქმებული, 2017 წლის იანვრის თვეში საწარმოო პროცესი გაჩერდა. არსებობდა მრავალი მითქმა-მოთქმა შახტების დახურვის თაობაზე. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ქვანახშირის მრეწველობა შეჩერდებოდა, ქალაქი სიცოცხლისუნარიანობასაც დაჰკარგავდა, ულუკმაპუროდ დარჩებოდა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და დიდი მიგრაციის საფრთხის ქვეშ დადგებოდა მუნიციპალიტეტიც. მაგრამ, „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფმა, თებერვლის თვეში მუშაობა მთელი დატვირთვით, გადაიარაღებული ტექნიკით, ახალი სტრატეგიული გეგმით, განაახლა.   საწარმოში არსებულ სიახლეებზე, მიმდინარე პროცესებზე „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ონ ჯამბულ ჯაყელს, სასაუბროდ ვეწვიეთ. ბ-ნო ჯამბულ, რით იყო გამოწვეული „საქნახშირის“ ერთთვიანი პაუზა, რამაც შახტის გაჩერებაზე ქალაქში მითქმა-მოთქმა გამოიწვია? ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ შახტა ამ ერთი თვის ...

სრულად ნახვა

101-ე წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ტყიბულმაც იზეიმა

საქართველოს ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით პომპეზური და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.    101-ე წელი, 1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ  დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტმაც იზეიმა და მას სადღესასწაულო მსვლელობით შეეხმიანა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასა და რიგით ტყიბულელებთან ერთად, ცენტრალური ქუჩა კინოთეატრ „შაორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სახელმწიფო დროშებით, პატრიოტული სიმღერების ფონზე, ფეხით გაიარეს და შემდეგ მუნიციპალიტეტის თეატრში  საზეიმო კონცერტზე გადაინაცვლეს. 26 მაისისადმი მიძღვნილი საღამოს პროგრამა ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით შედგა, რომელსაც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაია ბრეგაძე, უძღვებოდა. მაყურებელს თეატრის მსახიობებმა მხატვრული კომპოზიცია ...

სრულად ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით ეტლები გადაეცათ.   აღნიშნული აქტივობა ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, აქტიური ჩართულობით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.   სტანდარტული ტიპის ეტლი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13-მა ბენეფიციარმა მიიღო. მათი გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები და „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე და ამავე, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   აღსანიშნავია, რომ ...

სრულად ნახვა

ტყიბულის საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

  ტყიბულის ჭადრაკის ფესტივალი 2022-ის გამარჯვებულები და პრიზიორები სპორტის სასახლეში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. ფესტივალის დახურვის დასკვნით ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ: მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ზაზა ლომინაძე და საქნახშირის გენერალური დირექტორის მოადგილე, ავთანდილ ბოჭორიშვილი. აღნიშნულმა  ხელმძღვანელმა პირებმა დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ასაკობრივ და ღია ტურნირში გამოვლენილ  მოასპარეზეებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცეს, გამარჯვება მიულოცეს და  სამომავლო წარმატებები უსურვეს მათ.  8 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული გახდა - სარა სალთხუციშვილი (თბილისი) II ადგილი - მარიამ მიგრიაულმა (ახალციხის ...

სრულად ნახვა

უჩა ჩიტიძე ელგუჯა გოცირიძის სტიპენდიანტი გახდა

გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, 2015-2016 სასწავლო წლის, 24 წარმატებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები, საზეიმო ვითარებაში, გადასცა, რომელთა შორის 15 ოქროსმედალოსანია, ხოლო 9 კი - ვერცხლისა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ წარჩინებულნი ფულადი პრიზით, თითოეული - 100 ლარის ოდენობით, დაასაჩუქრა.  საქართველოს პარლამენტის წევრმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა,  ეროვნული გამოცდებში საუკეთესო შედეგით გამორჩეულ,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს უჩა ჩიტიძეს. ნანა რაზმაძე https://youtu.be/lH_VqxGdvNs

სრულად ნახვა

მოსწავლეთა სასახლეში კითხვის ოსტატს შეხვედრა მოუწყვეს

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულმა სალონმა სცენიდან კითხვის ოსტატს, ელდინო საღარაძეს, უმასპინძლა.    საპატიო სტუმრის წინაშე ნორჩი დეკლამატორები საგანგებოდ მოემზადნენ და დიდი სიყვარულით წაიკითხეს ქართული პოეზიის შედევრები, თუ თანამედროვე ლექსები. მან კი შეკრებილთ საკუთარი პოეზია გააცნო.   შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი მსმენელი მსახიობს მომავალში კვლავ ჩვენს ქალაქში შეხვედრის იმედით დაემშვიდობა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუში

  2 და 3 ივნისს, რაჭაში, ამბროლაურში, გაიმართა „საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუში.”  ტურნირი ტრადიციულად მაღალ დონეზე ჩატარდა.   ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო „საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაცია,“ ხოლო მასპინძელი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების ორთაბრძოლების კლუბი, მწვრთნელის, დავით დუშუაშვილის, ხელმძღვანელობით.   შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ გუნდები, მათ შორის, როგორც - ვაჟები, ისე - გოგონები. ასპარეზობა კუნგ-ფუს ორ სახეობაში - ფაიტინგსა და ტუიშოუში მიმდინარეობდა.   გაიმართა გრანდიოზული და სანახაობრივი ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, სადაც წარმოდგენილი იყო სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები. შეჯიბრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფედერაციის პრეზიდენტმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა.   ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა ამ შეჯიბრზე 17 სპორტსმენით ...

სრულად ნახვა

სპორტის სასახლის გახსნა სახალხო ზეიმად იქცა

  20 სექტემბერს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული ობიექტის - სპორტის სასახლის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.  ჩვენს ქალაქს ამ დღეს საპატიო სტუმრების დელეგაცია ეწვია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხიჩიკაშვილი, იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორთან, პაატა ნადირაძესთან ერთად, ასევე ცნობილი სპორტული კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ირაკლი ცირეკიძე.    მისასალმებელი სიტყვით საზეიმო ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, გახსნა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

გამგეობის ყოველკვირეული თათბირი

გამგეობის ოპერატიული თათბირი გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, რომელსაც ტრადიციულად გამგებელი რობიზონ გვენეტაძე უძღვებოდა. სამსახურების ხელმძღვანელებმა გასული კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და სათანადო დავალებები მიიღეს. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

გამგეობის თათბირი

  ყოველკვირეული თათბირი გამგებლის მოადგილეს, შალვა გაბრიაძეს მიჰყავდა. მან პირველ საკითხად იმერეთის გუბერნატორისა და გუბერნიის სხვა წარმომადგენლების ტყიბულში ვიზიტი და მათ მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გაცნობა განიხილა.   სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების უფროსებმა და ა.(ა).ი.პ - ების დირექტორებმა ერთი კვირის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს.   მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტს 100%-იანი გრანტის მფლობელი 4 სტუდენტი ჰყავს

  ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 2019-2020 სასწავლო წელს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია 164-მა მოსწავლემ, 31-მა საჯარო სკოლა წარჩინებით დაასრულა და იგი წარდგენილ არს მედლის კანდიდატად. 101 მოსწავლე გახდა სტუდენტი, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 30-მა აბიტურიენტმა, მათ შორის 4-მა - 100%-იანი, 9-მ 70%-იანი, ხოლო 17-მა 50%-იანი დაფინანსებით.100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ:  N1 საჯარო სკოლიდან:  ლანა ბუბაშვილი - შავი ზღვის უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა (ოქროს მედალი);  ანა კუბლაშვილი - შავი ზღვის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია (ოქროს მედალი);  მარიამ ქათამაძე - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი (ოქროს მედალი);  N6 საჯარო ...

სრულად ნახვა

გიორგი ონიანი იმერეთის საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია

    ხუთი წლის ტყიბულელი მოჭადრაკე გიორგი ონიანი იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულია, რომელიც 3-12 იანვარს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მოეწყო, როგორც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის გოგონებს, ისე — ვაჟებს შორის.  

საახალწლო დღესასწაული ტყიბულში

  ახალი 2023 წლის დადგომამდე, 31 დეკემბერს, ტყიბულში საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პატარების საზეიმო განწყობაზე ,,სანტა კლაუსი“, ,,ფიფქია“ და ანიმატორები ზრუნავდნენ. „კოსტიუმირებულმა“ მსახიობებმა სადღესასწაულოდ მორთული ავტობუსით ხალისი და ჟრიამული ქალაქის ყველა უბანში შეიტანეს და ბავშვები საახალწლო საჩუქრებით გაახარეს.

მოსწავლეთა სასახლის საახალწლო კონცერტი

  ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო კონცერტი, „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,“ გაიმართა. მასში მონაწილეობას სასახლის მხატვრული კოლექტივების აღსაზრდელები იღებდნენ: ბავშვთა გაერთიანება „ბასტი-ბუბუ“ (ხელმძღვანელი მარინა ციცქიშვილი), ნორჩ ვოკალისტთა ჯგუფი „ნატვრისთვალი“ (ხელმძღვანელი ნათია გოქაძე) და მხატვრული კითხვის წრე (ხელმძღვანელები ნარგიზ ხიშტოვანი და მადონა ესებუა). საათზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა სადღესასწაულო თემატიკის სიმღერებით, ლექსებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით […]

ხელოვნების სკოლა წინასაახალწლო განწყობით

  წინასაახალწლო ემოციური განწყობის შესაქმნელად ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლამ მუნიციპალურ თეატრში მისულ მაყურებელს სადღესასწაულო სანახაობა შესთავაზა.

წინასაახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში

  ტყიბულის სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო. საგამოფენო სივრცე დაწყებითი კლასების 80-მდე მოსწავლის 150-ზე მეტ ნამუშევარს ჰქონდა დათმობილი.

ანსამბლმა „ერთამ“ გრანპრი მოიპოვა

   რამდენიმე დღის წინ დაბა ბაკურიანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე „ჰარირა,“ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერთა“ გრან-პრის მფლობელი გახდა. სადაც 500-მდე მონაწილე, საქართველოს სხვადასხვა კუთხესთან ერთად, რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას წარმოადგენდა.

მასტერსის ჩემპიონი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდა

    ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში 20-22 დეკემბრის ჩათვლით წლის ბოლო, შემაჯამებელი შეჯიბრი — მასტერსი გაიმართა ძიუდოში,

ანსამბლი „ცხრაჯვარი“ ფოლკლორის ფესტივალის გამარჯვებულია

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცხრაჯვარი“ საქართველოს „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის“ გამარჯვებულია