შოთიკო ბარაბაძის მონატრება

  ჩვენო საყვარელო შოთიკო, ჩვენო მოურჩენელო ტკივილო, როგორ უცებ გაილია ტკივილიანი ერთი წელიწადი. თითქოს გუშინ იყო ის ავბედითი დღე – 3 აგვისტო. შენი ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი მთელ ტყიბულს მოედო. ოჯახში ხომ იმედის სანთლად იყავი დანთებული, ახლა კი მარადიული ხსოვნის სანთელი ხარ.
ამ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ყველას სითბოს და სიყვარულს გვინაწილებდი, ამიტომ გყავდა დიდი სამეგობრო. ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი უნარი გქონდა, კარგი, უღალატო მეგობრობა იცოდი.
შენს ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი, ლამაზი და ამაღლებული იყო, რადგან თავად ქმნიდი ამ ხალისიან და იმედიან განწყობას.
ამბობენ, მიწიერი ცხოვრებით როდი მთავრდება ყოველივე. სიკვდილი, ხომ მხოლოდ გადასვლაა სრულყოფილ ცხოვრებაში. აი, ეს არის ჩვენი ნუგეში. ვფიქრობთ, უფალმა ასეთი გამორჩეული თვისებების გამო გამოგაცალა ამ ცოდვილ წუთისოფელს და თავისთან გიხმო.
რამდენი ოცნება დაგრჩა აუხდენელი... არ დაგაცალეს, ლაღი სიცოცხლე ტრაგიკულად მოგისწრაფეს. ყოვლად გაუხარელი, გაუმრავლებელი დარჩი.
იქედან ილოცე შოთიკო! შენი და ანანო დალოცე თავის ქმარ-შვილით. არავითარი ნუგეში შენი მამისთვის უშენოდ არ არსებობს. ახლა კი მისი ნუგეში შენი დისშვილი მათეა, მასშია შენი სული, სილამაზე, მშვენიერება, შენი უკვდავება. დაე, იბედნიეროს და გაიხაროს მან.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ჯანსაღი და მთის ანკარა წყაროსავით სუფთა სული, ჩვენო სანატრელო, ჩვენო სიამაყევ, ჩვენო დარდო და დიდო წუხილო.

ღრმად დამწუხრებული შენი ოჯახი და მაგო დეიდა

50 thoughts on “შოთიკო ბარაბაძის მონატრება

  1. hp officejet pro 8600 software for mac drawing program website to buy autocad lt autocad electrical 2020 software. free tax software 2020 canada office software best buy engeeeneringu#$sssaunnplus , free microsoft office software for mac. office jukebox software, post office software free download software fair 2020 autocad software 2020 system requirements. amd software adrenalin 2020 edition world office software contable y financiero, leap office software free download for windows 7 32 bit.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.